Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ლევერკუზენის 45
ჩანაწერი

ლევერკუზენის 45

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა. ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდს ყველა ტურნირზე 45 მატჩიანი წაუგებელი  სერია აქვს – 38 მოგება და 7 ფრე, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია. წინა „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა – 43 თამაში მარცხის გარეშე 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე. ახლა ლევერკუზენელებმა საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესეს. შეგახსენებთ,...

სიტი მაგარია…
ჩანაწერი

სიტი მაგარია…

„ლივერპულის“, მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტივ მაკმანამანი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტი“ ამჟამად „რეალზე“ ძლიერი გუნდია. „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ახლა ისინი აღმავლობის გზაზე არიან, ცოტა ხნის წინათ დაბრუნდნენ ინგლისის პრემიერლიგის სათავეში. თუ ქალაქელებმა შინ გაიმარჯვეს, მაშინ ყველაფერი საათივით აეწყობა ორი წლის წინათ „რეალს“ ოთხი გოლი გაუტანეს, შარშანაც იგივე მოხდა. ვფიქრობ, მომავალ...

გრიზმანის მაიამი
ჩანაწერი

გრიზმანის მაიამი

საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან. გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მაიამის „ინტერია“, რომელშიც „ბარსელონას“ ყოფილი...

მო ოლდ ტრაფორდზე
ჩანაწერი

მო ოლდ ტრაფორდზე

„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის ისტორიაში „ოლდ ტრაფორდზე“ მეექვსე გოლი გაიტანა. სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ეგვიპტელი ტურნირის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამას მიაღწია. მან აჯობა მერსისაიდელთა ყოფილ კაპიტან სტივენ ჯერარდს, რომელსაც პრემიერლიგაში „მანჩესტერის“ სტადიონზე ხუთი გოლი აქვს გატანილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბები კვლავ ინტერესდებიან სალაჰის შეძენით. მიმდინარე სეზონში სალაჰმა ინგლისური კლუბის...

რეალი კეპას არ გამოისყიდის
ჩანაწერი

რეალი კეპას არ გამოისყიდის

სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს. „რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, კეპას „ჩელსისთან“ კონტრაქტსაც 2025 წლის ზაფხულში გადის ყავლი და მერე თავისუფალი აგენტი გახდება.  

ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები
ჩანაწერი

ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიუმ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მწვრთნელის როლზე ისაუბრა. „მე ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები. ზოგ კლუბში მწვრთნელი ხარ, ზოგში მწვრთნელი, ტექნიკური დირექტორი, კომუნიკაციების დირექტორი, იმიჯმეიკერი, კლუბს და ფეხბურთელებს იცავ… მწვრთნელობა მირჩევნია. მწვრთნელი ვიყავი „ინტერში“, „რეალში“, „ჩელსიში“, „პორტუში“. არ ვყოფილვარ მწვრთნელი ზოგიერთ სხვა კლუბში“, – ამბობს მოურინიუ. პორტუგალიელის ბოლო კლუბი „რომა“ გახლდათ, რომელიც მან...

ის აქ არის…
ჩანაწერი

ის აქ არის…

ილია თოფურია თბილისშია! 1 თვის წინ, მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი სატიტულო ბრძოლაში დაანოკაუტა და ისტორიაში პირველად, საქართველოს საჩემპიონო ქამარი მოუტანა. ილია სამშობლოში დღეს ჩამოვიდა. ელ მატადორი საჩემპიონო ქამარს ხუთშაბათს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩისას წარადგენს.   

ნაგელსმანი კროოსით და დებიუტანტებით…
ჩანაწერი

ნაგელსმანი კროოსით და დებიუტანტებით…

მარტის სანაკრებო პაუზის დროს გერმანიის ნაკრები ორ ახანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – ბუნდესგუნდი 23 მარტს ლიონში საფრანგეთს ესტუმრება, 26-ში კი ფრანკფურტში ნიდერლანდებს უმასპინძლებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელმა ნაკრებში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე არ გამოიძახა – შემადგენლობის მიღმა დარჩნენ ლეონ გორეცკა, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე, ნიკო შლოტერბეკი, მათ ნაცვლად ბუნდესგუნდში რამდენიმე დებიუტანტია....

კრიშტიანუს საკლუბო 750-ე
ჩანაწერი

კრიშტიანუს საკლუბო 750-ე

აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩი საუდურ „ალ-ნასრსა“ და საემიროების „ალ-აინს“ შორის გაიმართა. შეხვედრა რიადში (საუდის არაბეთი) „ალ-ავვალ პარკის“ სტადიონზე ჩატარდა. ნახევარფინალში „ალ აინი“ გავიდა, რომელმაც მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა (2:3 – ძირითადი დრო, 1:1 – დამატებითი დრო, 4:1 – პენალტების სერია). პირველი მატჩიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამგვარად, კრიშტიანუ...

კეინი სტერლინგს გაუტოლდა
ჩანაწერი

კეინი სტერლინგს გაუტოლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლი გაიტანა. „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:0) გატანილი ორი გოლი შესაბამისად, 26-ე და 27-ე გამოდგა ტურნირზე ინგლისელისთვის. ამ მაჩვენებლით კეინი „ჩელსის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა. ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ გაიტანა მეტი – მან ჩემპიონთა ლიგაში 30-ჯერ გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ,...