„ლივერპულის“, მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტივ მაკმანამანი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტი“ ამჟამად „რეალზე“ ძლიერი გუნდია.
„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ახლა ისინი აღმავლობის გზაზე არიან, ცოტა ხნის წინათ დაბრუნდნენ ინგლისის პრემიერლიგის სათავეში. თუ ქალაქელებმა შინ გაიმარჯვეს, მაშინ ყველაფერი საათივით აეწყობა ორი წლის წინათ „რეალს“ ოთხი გოლი გაუტანეს, შარშანაც იგივე მოხდა.
ვფიქრობ, მომავალ შეხვედრაში მადრიდელებს გაუჭირდებათ. მომავალ სეზონში „რეალი“ კიდევ უკეთესი გახდება, მაგრამ ახლა, გუნდების შემადგენლობის შედარებისას ვიტყოდი, რომ მადრიდული კლუბი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც „მანჩესტერ სიტი“, – ციტირებს მაკმა ნამანის სიტყვებს ბრიტანული Mirror.
დღეს, 17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ – 3:3 დასრულდა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
