ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ საკუთრ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს. პირველი ტურშია ერთი გამორჩეული შეხვედრა – 2 მარტს „ბათუმი“ „აჭარაბეთ არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. I ტური პარასკევი, 28 თებერვალი იბერია – თელავი 20:00 | მიხეილ მესხი – თბილისი შაბათი, 1 მარტი სამგურალი – კოლხეთი 1913 15:00 | წყალტუბო, საფეხბურთო...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ძველი ახალი მეკარე დინამოში…
ახალი სეზონიდან თბილისის „დინამოს“ კარს 36 წლის მოლდოველი მეკარე, სტეფან სიკაჩი დაიცავს. სიკაჩმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „დინამოს“ პორტუგალიაში შეუერთდა, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება. სიკაჩი „დინამოში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი „აკჟაიკისა“ და „ქაისარის“ ღირსებას იცავდა.
ჯაბა დინამოშია!
თბილისის „დინამოს“ ჯაბა კანკავა დაუბრუნდა… დაუბრუნდა 20 წლის შემდეგ. კონტრაქტი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმც ვინ იცის, 38 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად თავს ახლაც მშვენივრად გრძნობს და მისი ხასიათის გათვალისწინებით, მშობლიურ გუნდს, ეგებ მეტხანსაც შემორჩეს. „დინამოდან“, სადაც შედგა კიდეც საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტნის დებიუტი დიდ ფეხბურთში, კანკავამ ვლადიკავკაზის „ალანიას“ მიაშურა, შემდეგ კი იყო: კიევის „არსენალი“, „დნეპრი“, კრივბასი“, ფრანგული...
საქართველო ფავორიტთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს ესტუმრა და 2:5 დამარცხდა. ფრანგები ჯგუფის ფავორიტებად არიან მიჩნეულმნი და ეს პირველ მატჩშივე გამოჩნდა, როდესაც ბულგარეთს 11:0 მოუგეს. ფრანგებმა ჩვენებთანაც მაგრად დაიწყეს. ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ სამი დაუმატეს. ჩვენებმა გოლები ამის შემდეგ შეაგდეს – გიორგი ღავთაძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანეს....
თურქეთიდან ბულგარეთამდე…
ციურიხში, 13 დეკემბერს, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მონდიალზე მოსახვედრად ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ერთა ლიგაში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება. იქვე შედგა მატჩების კალენდარი და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს შინ, თურქეთთან, 4 სექტემბერს გამართავს. პირველი ტური, 4 სექტემბერი საქართველო – თურქეთი ბულგარეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები მეორე...
სამი და საქართველო…
ციურიხში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. საქართველოს ნაკრები, რომელიც მესამე კალათაში იყო განთესილი, მსოფლიო შესარჩევის E, ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენების მეტოქეები იქნებია: ერთა ლიგის პლეი ოფიში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული, თურქეთი, და ბულგარეთი. წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული...
სალია და ნიუკასლი ოფიციალურად…
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ტალანტი ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ ფეხბურთელის გახდა – ტრანსფერი პრემიერლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 17 წლის სალია „კაჭკაჭებს“ 2025 წლის აგვისტოდან შეუერთდება, მას შემდეგ რაც მას 18 წელი შუესრულდება, მანამდე კი თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამოში“ ეროვნულ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მას სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ გუნდებში. პოლ...
გოგლიჩიძე 5 მილიონი…
„ტრანსფერმარკტზე“ მონაცემები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. ყველაზე თვალშისაცემი კი საბა გოგლიჩიძს პროგრესია – „ემპოლის“ 20 წლის მცველი აქამდე 300 ათასი ევრო ღირდა, ახლა კი მისი ფასი 5 მილიონი ევრო გახდა. ცვლილება შეეხო გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა 4 მილიონი ღირს. შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „სარბილის“ ტრადიციული გამოკითხვის...
ვილის ქულები უნდა…
უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა. „წარუმატებელი სერია მუდმივად არ გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართელოს ნაკრები უკრაინასთან სათამაშოდ მზად არის. კმაყოფილი ვარ...
აზაროვი ახალგაზრდულში…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 10 ოქტომბერს გუნდი სტუმრად შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 15-ში კი საკუთრ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მატჩებში დონეცკის „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი დაეხმარება. შვედეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკა გაგნიძე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს...









