Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ჯორდები გაბრაზდნენ
ჩანაწერი

ჯორდები გაბრაზდნენ

რამდენიმე დღის წინათ „ნიუკასლმა“ ახალი, 2022-2023 სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა და სკანდალში გაეხვა. დიზაინი თეთრ – ღია მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების ფორმას… მოგეხსენებათ, 2021 წლის ოქტომბერში კლუბი 300 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის ე. წ. სუვერენულმა ფონდმა იყიდა და იდეაში სუპერკლუბის შექმნას აპირებენ. ფორმის დიზაინმა „კაჭკაჭების“ ქომაგთა უმრავლესობის აღშფოთება...

მანეს ახალი სახლი
ჩანაწერი

მანეს ახალი სახლი

სადიო მანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბავარიელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. „როცა აგენტმა ბაიერნის ჩემს მიმართ ინტერესზე მითხრა, ძალიან ავღელდი. მაშინვე დავინახე საკუთარი თავი იქ. „ბაიერნი“ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის“, – თქვა სადიო მანემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. აქამდე დაიწერა, რომ სენეგალელში „რეკორდმაისტერი“ 32 მილიონ ევროს...

წადით!
ჩანაწერი

წადით!

ახალი ამბავი ფიფადან: რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ლეგიონერეს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ კლუბებთან კონტრაქტების შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ვადა აქამდე 2022 წლის 30 ივნისამდე იყო დათქმული. „ჩვენ ვეხმარებით ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ. თუ უკრაინული და რუსული კლუბები უცხოელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე არ გააფორმებენ ხელშეკრულებას და ეს შეთანხმება წერილობით ფორმაში არ...

რუსი გაქართველებულა
ჩანაწერი

რუსი გაქართველებულა

ნათელა ძალამიძემ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა, ქართული პასპორტი აიღო და მოახლოებულ „უიმბლდონზე“ ჩვენი სახელით ითამაშებს. ძალამიძე, აქამდე რუსეთში ვარჯიშობდა, WTA-ს რეიტინგშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლად იყო ხსენებული. ახლა კი მის პროფილზე საქართველო და ჩვენი ქვეყნის დროშაა მითითებული. ნათელა ძალამიძე WTA-ს 44-ე პოზიციაზეა, ოღონდ წყვილთა თანრიგში. მას ორი ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს რუსეთის სახელით...

დე იონგი ერიკ ტენთან ჰაგთან
ჩანაწერი

დე იონგი ერიკ ტენთან ჰაგთან

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბარსელონას“ ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი და მისი აგენტი ინგლისელებს უკვე შეხვდნენ და თითქმის ყველა საკითხი შეათანხმეს. ფეხბურთელის მსურველებს შორის იყვნენ სხვა გრანდები – პსჟ, „ბაიერნი“ და „მან.სიტი“, თუმც, ჩანს, ბოლოს ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა გუნდმა უფრო მოინდომეს. ფრენკი დე იონგის სადღეისო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი...

მრცხვენია !
ჩანაწერი

მრცხვენია !

24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსი ფეხბურთელები ზოგადად ერიდებიან კონფლიქტზე საუბარს. პირველ დღეებში ფიოდორ სმოლოვმა დაგმო ომი… ახლა კი ეგორ ტიტოვმა თქვა, რომ ცუდად გრძნობს თავს და სწყინს, რომ ამდენი უდანაშაულო იღუპება. „ადრე რუსეთსა და უკრაინას არც ვაცალკავებდი. უკრაინელ თანაგუნდელებთან ვმეგობრობდი, მაგრამ ახლა ცოტა მერიდება, მრცხვენია რომ დავურეკო, ან მივწერო. არ ვიცი, მათ რა ვუთხრა. ბოლოს კალინიჩენკოს...

კარგი რა, კარაგერ…
ჩანაწერი

კარგი რა, კარაგერ…

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა გაბედოს და კრიშტიანუ რონალდუ გუნდიდან გაუშვას. თან საინტერესო შედარება გააკეთა. „იურგენ კლოპი „ლივერპულში“ მისვლისთანავე საქმეს შეუდგა და არასაჭირო ფეხბურთელები გაუშვა. ისინი, რომლებიც ბრენდან როჯერსმა მიიყვანა გუნდში, მაგალითად, კრისტიან ბენტეკე. ამ ფეხბურთელში 35-40 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ კლოპმა, როგორც ჩანს, პირდაპირ...

ორივეს გიცნობთ!
ჩანაწერი

ორივეს გიცნობთ!

„ლივერპული“-„რეალის“ მატჩის წინ იმ მწვრთნელმა ისაუბრა, რომელსაც ორივე კლუბთან დიდი სიყვარული აკავშირებს. რაფა ბენიტესი „რეალში“ თამაშობდა (მეტწილად მეორე გუნდში), მერე იქვე დაიწყო მწვრთნელობა და მოგვაინებით მთავარ გუნდსაც თავკაცობდა. აი, „ლივერპულში“ კი რაფამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბენიტესმა სტამბოლური ფინალი გაიხსენა. 2005 წელი, „წითლებმა“ „მილანთან“ 0:3 შეატრიალეს და ბოლოს პენალტებში მოიგეს. „ … ის ფინალი რომ მოვიგეთ,...

რა უყავი, პიოლი, მედალი?
ჩანაწერი

რა უყავი, პიოლი, მედალი?

„მილანის“ მწვრთნელ სტეფანო პიოლის საჩემპიონო მედალი მოპარეს. 56 წლის სპეციალისტი „სასუოლოსთან“ ბოლო ტურში მოგების მერე ზეიმობდა, შამპანურითაც გაწუწეს და ამ დროს ააცალეს… „საჩემპიონო მედალი ამაცალეს. ვიღაცამ ყელიდან მომხსნა. დიდი მადლობელი ვიქნები მისი, ვინც დამიბრუნებს. სხვა ჯერ არ მაქვს“, – თქვა პიოლიმ. სხვათა შორის, ეს პიოლის პირველი ტიტულია სამწვრთნელო კარიერაში. თან როგორი… „მილანი“ 2011 წლის მერე...

დორტმუნდმა მწვრთნელს კარისკენ მიუთითა
ჩანაწერი

დორტმუნდმა მწვრთნელს კარისკენ მიუთითა

„დორტმუნდმა“ მარკო როზე გაათავისუფლა. „გლადბახიდან“ მისულმა მწვრთნელმა მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა ვესტფალიის კლუბში. ბუნდესლიგაში გასაგებია, მეორე ადგილზე გავიდა; ევროტურნირებზე ჩააგდო თამაშები, „სპორტინგმა“ ჩატოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და ევროპა ლიგაზე გადასული „გლაზგო რეინჯერსთან“ გავარდა. ვერც გერმანიის თასზე იბრძოლა… როზეთი უკმაყოფილონი იყვნენ ხელმძღვანელობაში, მათ შორის, სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი. ვინ იქნება ახალი მწვრთნელი? ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი....