ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბარსელონას“ ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი და მისი აგენტი ინგლისელებს უკვე შეხვდნენ და თითქმის ყველა საკითხი შეათანხმეს. ფეხბურთელის მსურველებს შორის იყვნენ სხვა გრანდები – პსჟ, „ბაიერნი“ და „მან.სიტი“, თუმც, ჩანს, ბოლოს ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა გუნდმა უფრო მოინდომეს.
ფრენკი დე იონგის სადღეისო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევრო გახლავთ, რის გადახდასაც მანკუნიელები ორ ნაწილად აპირებენ – 60 მილიონი ევრო და 20 მილიონიც მოგვიანებით.
კატალონიელებს ტრანსფერის მოგვარება 30 ივნისამდე სჭირდებათ, რათა სასურველი ფეხბურთელების აყვანა მოასწრონ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
