ეს ამბავი მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდდა და ჩვენ ბევრს არაფერს დავამატებთ. მხოლოდ ერთს – ფრიად სასიამოვნოა ქართველი ფეხბურთელის ევროპის ერთერთ გრანდში ხილვა. „ლუკას ვიცნობდით და ვაკვირდებოდით. ის ჩვენთან გარკვეული პერიოდი ვარჯიშობდა და ბრწყინვალე შთაბეჭდილებაც დატოვა. ამიტომაც გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა და ლუკა შემდეგი სეზონიდან შემოგვიერთდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ თბილისის „დინამოს“ თანამშრომლობისთვის და მის...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
კაზემირო მანჩესტერში?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან და „რეალის“ ხელმძღვანელებს ესაუბრებიან. საქმე ის არის, რომ მანკუნიანელებს ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს გადაბირება მოუსურვებიათ, მას შემდეგ, რაც ბარსელონადან ფრენკი დე იონგი ვერ დაიმატეს. მოლაპარაკების დეტალები ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ 30 წლის კაზემირო ბრაზილიური „სან-პაულუს“ აღზრდილია. „რეალში“ კი 2013 წლის იანვრიდან თამაშობს. ხოლო ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერმა“ პრემიერლიგა ზედიზედ ორი წაგებით...
ლესტერი ოდისეასს მიადგა
„ლესტერი,“ დიდი ალბათობით, „ბენფიკას“ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს გადაიბირებს. „მელიები“ 28 წლის ბერძენ კარის დარაჯში კასპერ შმეიხელის შემცვლელს ხედავენ. 11-წლიანი ლესტერული კარიერის შემდეგ ხომ, დანიელი ფრანგულ „ნიცაში“ გადავიდა. ვლახოდიმოსი ლესტერშირელთა მათავარი სატრანსფერო სამიზნეა. თუმცა, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ისინი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ალექს მერეტის თაობაზე დაელაპარაკებიან. გასულ სეზონში ვლახოდიმოსმა „ბენფიკას“ მაისურით ჯამში 48 შეხვედრაში ითამაშა და 51...
ურუგვაის 100 უნდა
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას ექვსი ქვეყანა აპირებს. თუმცა, ეს ექვსეული ორ ჯგუფად არის გაყოფილი: ევროპიდან მონდიალის ერთობლივად ჩატარება ესპანეთსა და პორტუგალიას სურთ, სამხრეთ ამერიკიდან კი – ურუგვაის, არგენტინას, ჩილესა და პარაგვაის. ესპანეთს (1982 წელს) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება აქვს, პორტუგალიას კი, მსოფლიოს უდიდესი ფორუმისთვის არასდროს უმასპინძლია. ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან ერთადერთი პარაგვაი იქნება, სადაც...
მანჩესტერში ფეხბურთის სათამაშოდ წავედი
დანიელმა ვარსკვლავმა კრისტიან ერიკსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ემბლემის გულისთვის კი არა, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ მივიდა. „მანჩესტერში გადასვლის გადაწყვეტილება ახალ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან საუბრის შემდეგ მივიღე. მისი სტილი და იდეები ძალიან ახლოა ჩემსასთან. გაიხსენეთ ნიდერლანდელის „აიაქსი“ როგორ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. „მანჩესტერში“ ემბლემის გულისთვის არ გადავსულვარ. იქ ფეხბურთის სათამაშოდ მივედი. ფეხბურთისა, რომელიც მე...
კამერა გასახდელში
სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები გუნდების გასახდელიდან დაიწყება. „ეს ამბავი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. ნოემბერში თუ მიიღებენ ძალაში, მსოფლიოზე გასახდელიდან იექნება რეპორტაჟები“, – ამბობენ ფიფას წარმომადგენლები. ცხადია, გასახდელებში ვიდეოგადაღების დაწყება-დამთავრების საკითხი მწვრთნელებთან იქნება შეთანხმებული და რა თქმა უნდა, ტაქტიკური გარჩევა-დავალების მიცემისას კამერები გაითიშება. ფიფას სურს, რომ გულშემატკივრები უფრო დააახლოვოს ფეხბურთელებთან. სიახლე იქნება ისიც, რომ თამაშგარე მდგომარეობას...
გაამართლეს!
ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმც ვერაფერი დაუმტკიცეს. ბლატერისა და პლატინის პროცესი შვეიცარიულ ბელინცონაში 8 ივნისს დაიწყო. პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაახლოებით იმ 2 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა, რომელიც პლატინის ბლატერის მითითებით გადაეცა. პროკურატურა ზეპ ბლატერისთვის...
ერიკსენი დაწვეს
„ტოტენჰემის“ გულშემატკივარმა კრისტიან ერიკსენის მაისურა საჯაროდ დაწვა და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით მან ჩრდილოლონდონელ ქომაგთა უმეტესობის დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საქციელი არ მოუწონეს. ერიკსენს პრემიერლიგის „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 1 ივლისს დაუმთავრდა და მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს, მათ შორის, „ტოტენჰემსაც“ სურდა, მაგრამ 30 წლის დანიელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ არჩია, სადაც უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას...
ჩაკვეტაძე 70
ბრატისლავის „სლოვანმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით ამ კლუბში ითამაშებს. ჩვენიანი შემტევი 70-ნომრიან მაისურას მოირგებს… შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და სლოვაკეთამდე გერმანულ „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული. შეგახსენებთ ასევე, რომ „სლოვანში“ გიორგის თანამემამულეები – ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და კაპიტანი გურამ კაშია დახვდებიან....
ყველაზე ცუდი ფორმა
„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი 2022-2023 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ფორმის დიზაინი ტრადიციულ, ძველებურ ფერებშია შესრულებული, მუქი ლურჯი მაისურა თეთრ-წითელი ვერტიკალური ზოლებით. საკლუბო ლოგო კი ამჯერად შუაშია განთავსებული. ახალმა ფორმამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთმა დაწერა ინსტაგრამში: „ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც ოდესმე მინახავს,“ მეორე: „ნაგავია.“ თუმცა უმეტესობას მოეწონა. მთავარი კი ის არის, რომ ფოტოსესიაში ახალი ფორმით...









