Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
სკალონი მესის აღმერთებს
ჩანაწერი

სკალონი მესის აღმერთებს

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი, აღფრთოვანებულია თავისი შეგირდისა და სეხნიის, ლიონელ მესის თამაშით. „უბრალო გულშემატკივარი რომ ვიყო, მესის თამაშის სანახავად დიდ ფულს გადავიხდიდი და მის მაისურას მაინც ვიყიდდი, რომელი ქვეყნის ნაკრების წევრიც არ უნდა იყოს. არ ვიცი, დაიბადება კი ოდესმე მისი მსგავსი ფეხბურთელი. ამიტომ, ვიდრე მოედანზეა, უნდა დავტკბეთ მისი თამაშით. ხომ ხედავთ, ფედერერი წავიდა ჩოგბურთიდან,...

უეფამ რუსეთს უარი გააწნა
ჩანაწერი

უეფამ რუსეთს უარი გააწნა

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვიტილება, რომ ოკუპირებული ყირიმის გუნდები – სიმფეროპოლის „ტავრია“, „სევასტოპოლი“ და იალტის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატში ჩართოს. სამივეს პირდაპირ მეორე ლიგაში დაუშვებენ. თუმც, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსების ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. „დაბეჯითებით გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას, რომელიც UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2014 წლის დეკემბერში იქნა მიღებული. რაც შეეხება ყირიმის სიტუაციას, UEFA-ს საგანგებო...

მამარდაშვილი – ხუთში პირველი
ჩანაწერი

მამარდაშვილი – ხუთში პირველი

ლა ლიგამ ჩემპიონატის მე-6 ტურში 5 საუკეთესო მოგერიება გამოარჩია და პირველ ადგილზე გიორგი მამარდაშვილის მიერ „სელტასთან“ მატჩში აღებული ბურთი დაასახელა – ვიგოელების ჯარიმის მერე საქართველოს ნაკრების მეკარემ ურთულესი თავური დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

დედით ქართველი ახალგაზრდულ ნაკრებში
ჩანაწერი

დედით ქართველი ახალგაზრდულ ნაკრებში

მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ის უკვე საქართველოშია და ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთება. ალექსანდრე იაშვილი: „ეროვნული და ასაკობრივ გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ აზრი, არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია. ამასთანავე, ვთვლით, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მივცეთ შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ,...

გერმანია გაემზადა
ჩანაწერი

გერმანია გაემზადა

23 და 26 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს გამართავს შინ უნგრეთის და სტუმრად ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი. მცველები არმელ-ბელა კოტჩაპი, მათიას გინტერი, რობინ გოსენსი, ტილო კერერი, დავიდ რაუმი, ანტონიო რიუდიგერი, ნიკო შლოტებერკი, ნიკლას ზიულე. ნახევარმცველები იულიან ბრანდტი, ლეონ გორეცკა, ილქაი...

სექსუალური ბაიერნი
ჩანაწერი

სექსუალური ბაიერნი

„ბაიერნის“ სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს, მიაჩნია, რომ დღევანდელი „ბაიერნის“ შემადგენლობა პოტენციური ახალბედებისთვის სექსუალურად მიმზიდველია. „ჩვენი გუნდის ძირითად შემადგელობაში 20 წელს გადაცილებული ადამიანები თამაშობენ. რამდენიმე ჭაბუკი მოთამაშე და არცთუ ბევრი 30-ს გადაცილებული ფეხბურთელი გვყავს. ეს შესანიშნავი ასაკობრივი სტრუქტურაა. ასეთი გადანაწილება სექსუალურად მიმზიდველს გვხდის პოტენციური ახალწვეულების თვალში. ისინი ყველაფერს 3-5 წლის პერსპექტივით ზომავენ. თამაშის ხარისხის, მენტალობის, პოზიციური...

ქალაქელი აკანჯი
ჩანაწერი

ქალაქელი აკანჯი

„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დორტმუნდის“ შვეიცარიელი მცველის, მანუელ აკნჯის დამატების შესახებ დაწერა. ტრანსფერი 17,5 მილიონი ევრო დაჯდა. ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. აკანჯი „დორტმუნდში“ 2018 წლიდან თამაშობდა. 2019 წელს მან გერმანიის სუპერთასი მოიპოვა, 2020-2021 წლების სეზონში კი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. შვეიცარიის ნაკრებში მას 2017 წლიდან იძახებენ და დღემდე ეროვნულ გუნდში 41 შეხვედრა ჩაატარა.

ევროპა ჯგუფი
ჩანაწერი

ევროპა ჯგუფი

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ 32 გუნდი 8 ჯგუფში გადაანაწილა. ერთად მოხვდნენ ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლაციოს“ და „ფეიენოორდს“ შეერკინება, ხოლო ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ „ოლიმპიაკოსს“, „ფრაიბურგსა“ და „ნანტს“ შეხვდება. A ჯგუფი არსენალი (ინგლისი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ციურიხი (შვეიცარია) B ჯგუფი დინამო (კიევი, უკრაინა), რენი (საფრანგეთი), ფენერბაჰჩე...

კვარა აიაქსთან და ლივერპულთან
ჩანაწერი

კვარა აიაქსთან და ლივერპულთან

სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენების „ნაპოლი“ და „კოპენჰაგენი“, რომელთა ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია და დავით ხოჭოლავა იცავენ, ლამის სიკვდილის ჯგუფებში მოხვდნენ: ნაპოლი A ჯგუფში მოხვდა „აიაქსთან“, „ლივერპულთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად ითამაშებს, „კოპენჰაგენს“ კი პეპ „მანჩესტერ სიტი“, „სევილია“ და „დორტმუნდი“ ერგო. საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავის ყოფილ კლუბს,...

საცხობიდან მგლებში
ჩანაწერი

საცხობიდან მგლებში

ინგლისურმა „ვულვზმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ მათეუს ნუნიესის სანაცვლოდ 42 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ნუნიესზე დიდ იმედებს ამყარებენ, ახლახან ის პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს. საინტერესოა, რომ ნუნიესი „მგლებისთვის“ რეკორდული ახალშენაძენია. რამდენიმე წლის წინათ ბრაზილიაში დაბადებული ეს პორტუგალიელი ბიჭი თავისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა. მათეუსის მამინაცვალი პორტუგალიელი გახლდათ, დედა – ბრაზილიელი. ის ლისაბონში 13 წლისა ჩავიდა და დარჩა და დარჩა....