Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
მკვეთრი ვარდნა…
ჩანაწერი

მკვეთრი ვარდნა…

გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგები, რომელშიც მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკამ გასულ პერიოდში 600 ქულა დაკარგა, 57 საფეხურით დაქვეითდა და 36-დან 93 პოზიციამდე ჩავარდა. სხვა ქართველ ჩოგბურთელებს რაც შეეხება, აღსანიშნავია საბა ფურცელაძის წინსვლა – ის ერთეულებში 101, წყვილებში კი 92 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 594-ეა. რაც შეეხება ქალ ჩოგბირთელთა რეიტინგს, აქ ქართველებისთვის...

ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც ვფიქრობდითო…
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც ვფიქრობდითო…

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მთავარ მწვრთნელ ჩავის შეხვდა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე ესაუბრა, სადაც ოთხი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 4 ქულით მესამე ადგილზეა, 7 ქულით მეორე ადგილზე „ინტერია“, ჯგუფს კი 12 ქულთ მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელმაც უკვე გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ლაპორტას აზრით, ზედიზედ მეორე წელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა (რასთანაც...

ჰოლანდი რეალში?
ჩანაწერი

ჰოლანდი რეალში?

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ქარიმ ბენზემას შემცვლელად ერლინგ ჰოლანდი მიიწვიოს. ბენზემას სამეფო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, დიდი ალბათობით, ერთი წლით კიდევ გაუგრძელებენ. 2024 წლის ზაფხულში კი ფრანგის მაგიერ ახალგაზრდა ნორვეგიელს გადაიბირებენ. ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი 2022 წლის ივლისიდანაა. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან ქალაქელების მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 20...

გადავრჩი!
ჩანაწერი

გადავრჩი!

მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რუდიგერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „შახტართან“ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ (1:1), თვითმფრინავში თავშეხვეული ავიდა. საქმე ის არის, რომ 90-ე წუთზე ის საჯარიმოში მასპინძელთა მეკარე ანატოლი ტრუბინს თავით შეეჯახა, გოლიც გაიტანა და თავიც დაიზიანა. დასისხლიანებული ანტონიოს ფოტოები თითქმის ყველა სააგენტომ გაავრცელა. ამ გოლმა „რეალი“ ოფიციალურად გაიყვანა ტურნირის ფლეი-ოფში. თავად რუდიგერს კი მადრიდში...

საქართველოს მოგება ბრაზილიური გოლებით
ჩანაწერი

საქართველოს მოგება ბრაზილიური გოლებით

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და 4:2 მოიგო. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ბინიომ, დრასლერმა, რონინიომ და თალესმა გაიტანეს. ჩვენების შემადგენლობა ასეთი იყო: ბუკია – შაგინია, ფერნანდო დრასლერი, თალესი, ბრუნო პეტრი. სათადარიგო: ალექსანდრე ჯამბურია, ვილიან ლოურენსუ, შოთა თოფურია, რონინიო, ბინიო, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე მეორე ტურის...

DJ Greal-O
ჩანაწერი

DJ Greal-O

„მანჩესტერ სიტის“ 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში, გამოტყდა, რომ დი ჯეის პროფესიის ათვისებას ცდილობს და უკვე სერიოზულად მეცადინეობს. სახელიც შეარჩია – DJ Greal-O. „საერთოდ, მუსიკის ყველა ჟანრი მომწონს. ამიტომ დი ჯეიც მინდა გავხდე. ვიცი, რომ ჯერ ყველაფერი საშინლად გამომდის, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ახლა ფეხბურთის გარდა არაფერი ვიცი. მაგრამ დადგება დრო, როცა კარიერის დასრულება მომიწევს. ამიტომ სხვა...

4 ნაბიჯი წინ
ჩანაწერი

4 ნაბიჯი წინ

გამოქვეყნდა ფიფას განახლებული რეიტინგი. სექტემბერში ერთა ლიგაში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10,88 ქულა დაემატა, ოთხი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად 1307 ქულით 78-ე ადგილზეა. რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ბრაზილია (1841 ქულა), 2. ბელგია (1816), 3. არგენტინა (1773), 4. საფრანგეთი (1759), 5. ინგლისი (1728), 6. იტალია (1726), 7. ესპანეთი (1715), 8. ნიდერლანდები (1694)....

ტიბოს რადიკულიტი
ჩანაწერი

ტიბოს რადიკულიტი

მადრიდის „რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა, დიდი ალბათობით, „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ესპანური პრიმერას მე-9 ტურში, 16 ოქტომბერს გაიმართება მადრიდში. დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თქვა, რომ ბელგიელი კარის დარაჯის ტრავმა, შესაძლოა, იმაზე გაცილებით სერიოზული გამოდგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამ მიზეზით კურტუამ უკვე გამოტოვა „ოსასუნასთან“ მატჩი (1:1) და „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაშიც არ...

ლორიას და ებრალიძეს ჩისკო გაწვრთნის
ჩანაწერი

ლორიას და ებრალიძეს ჩისკო გაწვრთნის

ფამაგუსტას “ანორთოზისი”, სადაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ქართველების ძველმა ნაცნობმა, ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა. კვიპროსულ კლუბსა და ესპანელ სპეციალისტს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა. “ანორთოზისამდე” ჩისკო ესპანურ “უესკას” წვრთნიდა, მანამდე კი ინგლისურ “უოტფორდს” ხელმძღვანელობდა. ქართველ ქომაგს ჩისკო ყველაზე კარგად თბილისის “დინამოდან” ახსოვს, სადაც 2011-15 წლებში გიორგი ლორიასთან ერთად თამაშობდა (129 მატჩი ჩაატარა და...

მუქთა გიუნდოგანი?
ჩანაწერი

მუქთა გიუნდოგანი?

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, კარიერა შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს. ესპანური კლუბი მზადაა 31 წლის ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი გაუფორმოს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში გერმანელი შუახაზელი თავისუფალი აგენტი გახდება. თავის მხრივ, ქალაქელების მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, გიუნდოგანის იმედი აქვს და ახალი ხელშეკრულების თაობზე მასთან მოლაპარაკებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ...