მუქთა გიუნდოგანი?

Home კატეგორიის გარეშე მუქთა გიუნდოგანი?
მუქთა გიუნდოგანი?

Manchester City midfielder Ilkay Gundogan celebrates scoring during his  side's Premier League clash with Crystal Palace on December 22, 2018 -  Sports Mole„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, კარიერა შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

ესპანური კლუბი მზადაა 31 წლის ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი გაუფორმოს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში გერმანელი შუახაზელი თავისუფალი აგენტი გახდება.

თავის მხრივ, ქალაქელების მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, გიუნდოგანის იმედი აქვს და ახალი ხელშეკრულების თაობზე მასთან მოლაპარაკებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „სიტიში“ „დორტმუნდან“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.