უეფას პრეზიენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. „ლივერპული“ თუ „რეალი“ ? ჩეფერინმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მადრიდელთა გასვლას არ ელოდა… „როგორც ჩანს, „რეალს“ ცხრა სიცოცხლე აქვს, როგორც კატას. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც, ვფიქრობ, დაცვაში აქვს პრობლემები. ჰყავთ ქარიმ ბენზემა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიმაჩნია. ლუკა მოდრიჩი კი წლების მატებასთან...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
წახვალ? მოგკლავ!
ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი ანილ მურტი გუნდის წამყვან ფეხბურთელ კარლოს სოლერს ემუქრება. საქმე ეხება „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს. სოლერს კონტრაქტი უმთავრდება „ვალენსიასთან“ და არ აგრძელებს. აუდიოჩანაწერში კი ისმის: „იანვარში უფასოდ თუ წახვალ, მოგკლავ! პრესით. 100 000 ევროს დავდებ ამისთვის… ეს იმიტომ, რომ შენ აკადემიაში გაიზარდე, კლუბმა დიდი თანხა დაგახარჯა და ახლა შენ უნდა...
3-წლიანი პატიმრობა საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ შემტევ ტონი ვერელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს 11 წლის წინანდელი დანაშაულის გამო: ვერელი და მისი ძმები ღამე ერთ-ერთი ბარიდან გამოაგდეს, სადაც დებოში აუტეხავთ. დაცვის თანამშრომლებს ცრემლსადენი გაზი გაუშვიათ. ვერელი და მისიანები წასულან, მერე კი პისტოლეტითა და ბეისბოლის ჯოხებით დაბრუნებულან. სამი კაცი დაჭრეს. ვერელის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო „ლიონში“, „ბორდოში“, „ლანსში“....
მიკოლი ციხიდან გამოუშვეს
იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი ფაბრიციო მიკოლი ციხიდან გაათავისუფლეს. მას 3,5 წელი ჰქონდა მისჯილი, შარშან ნოემბერში დააპატიმრეს და პირობითი სასჯელით გამოუშვეს. მიკოლის მაფიოზური კავშირები და კრიმინალური გზით ფულის გამოძალვა დაუმტკიცდა. „იცოდეთ, მე ფეხბურთელი ვარ და არა მაფიოზი. სიკეთის გაკეთბა მსურდა და ვერ ვხვდებოდი, თუ ვისთან ვიჭერდი საქმეს“, – თქვა მაშინ მიკოლიმ. ფაბრიციო მიკოლი „იუვენტუსში“, „პალერმოში“ და...
ეფენბერგი უკრაინისკენ
„ბაიერნის“ ლეგენდა შტეფან ეფენბერგი საკუთარ მაისურას ჰყიდის, რათა უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს… ოღონდ ეფენბერგი არა „ბაიერნის“, არამედ „გლადბახის“ მაისურას ჰყიდის – კლუბისას, სადაც საკმაო ხანს თამაშობდა. აუქციონი უკვე დაწყებულიცაა. მაისურას გლადბახელთა მაშინდელი ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს. სხვათა შორის, ამ ომის პერიოდში პირველად მოხდა, რომ უკრაინის ნაკრებმა ითამაშა. ეს იყო ამხანაგური და სწორედ „გლადბახთან“. უკრაინელებმა 2:1 მოიგეს....
სიტის ლიდერები უნდა, პეპს – არა
„მანჩესტერ იუნაიტედის“, „იუვენტუსის“, „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ საინტერესო რამ თქვა. თუ რა უშლის ხელს „მანჩესტერ სიტის“ იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს… „გუნდს ლიდერები სჭირდება, აი, პეპ გვარდიოლას კი ისინი არ უნდა. გვარდიოლას არ სჭირდება ინდივიდუალისტები, რადგან უნდა რომ მხოლოდ თავად იყოს ლიდერი. არ სურს, რომ ვინმემ ავტორიტეტი დაუჩრდილოს. … ამიტომაც ხდება,...
სალიჰამიჯიჩი და მწვრთნელი: ისევ კონფლიტი?
მოქმედება მეორე: „ბაიერნში“ ისევ კონფლიქტია და ისევ ჰასან სალიჰამიჯიჩსა და მთავარ მწვრთნელს შორის. ბოსნიელს შარშან თუ ჰანსი ფლიკთან ჰქონდა უთანხმოება, ახლა იულიან ნაგელსმანთან აქვს. მიზეზი სატრანსფერო აზრთა სხვადასხვაობაა. სალიჰამიჯიჩი სპორტული დირექტორია. როგორც ამბობენ, მას პირად საუბარში ნაგელსმანი დაუდანაშაულებია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო. „ვილიარეალთან“ 0:1, 1:1. მეორე ვერსიით, ნაგელსმანს უთხოვია, რომ კლუბს „ჩელსის“ მცველი ანტონიო რუდიგერი...
ხულიგანი მესამეში გადავიდა
მაგარი ამბავი მოხდა ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში. ბოლო ტურში… ერთდროულად მიმდინარეობდა მესამე დივიზიონში გადამსვლელი გუნდების შეხვედრები: „ბრისტოლი“ ცალკე და „ნორთჰემპტონი“ ცალკე. პირველმა 7:0 მოიგო და ბურთებით გადაუსწრო „ნორთჰემპტონს“, რომელმაც თავის თამაშში 3:1 იმარჯვა. ნახეთ, როგორ აღნიშნეს ზედა ლიგაში გადასვლა ბრისტოლელებმა. ამ გუნდს ყოფილი ხულიგანი ფეხხბურთელი ჯოი ბარტონი წვრთნის. ბარტონი „მანჩესტერ სიტიში“, „ნიუკასლში“, „ქუინზ პარკ რეინჯერსში“...
რას ამბობ რუსეთის მაისურით?
უკრაინის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და და კიევის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი რებროვმა ერთ უსიამოვნო ისტორიაზე მოჰყვა, რომელიც დუბაიში შეემთხვა. რებროვი საემიროების კლუბ „ალ-აინს“ წვრთნის. სხვათა შორის, ის საემიროების ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – მისი გუნდი ჩემპიონი გახდა. „დუბაიში ლიფტში შევხვდი კაცს, რომელსაც რუსეთის ნაკრების მაისურა ეცვა. ვკითხე, ამით რა უნდოდა ეჩვენებინა. მან მიპასუხა, რომ ეს მხოლოდ...
აფრიკა
არსენ ვენგერმა მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზე ისაუბრა: აფრიკელები რომ არიან, მაინც სხვა ამტანობა აქვთო… „შეხედეთ მათ, რა ამბებს სჩადიან. აფრიკის თასზე ითამაშეს, ფინალამდე მივიდნენ, მერე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშიც ბოლომდე მიჰყვნენ. და ამის შემდეგ როგორ მხნედ გამოიყურებიან, უბრალოდ წარმოუდგენელია. …ევროპელები რომ ყოფილიყვნენ მათ ადგილზე, იწუწუნებდნენ, სალაჰსა და მანეს კი ხმა არ ამოუღიათ დაღლილობაზე“. მართლაც, მჭიდრო...









