Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
უეფამ რუსეთი არ დაინდო
ჩანაწერი

უეფამ რუსეთი არ დაინდო

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუგრძელა. გარდა ამისა, რუსების განაცხადი 2028 ან 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე, უკანონოდ ჩაითვალა და არც განიხილა. რაც შეეხება სანქციებს: რუსეთის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ვეღარ ითამაშებს. ავტომატურად გადაინაცვლებს ბოლო ადგილზე და თუ გაისად დაუშვებენ, უკვე C ლიგაში ითამაშებს. რუსეთის ქალთა ნაკრები მოხსნილია ევრო...

წელია თუ ტყუილია?
ჩანაწერი

წელია თუ ტყუილია?

„რეალის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის „ესპანიოლთან“ გარეთ ბეილი უნდა ეთამშებინა, მაგრამ უელსელს წელი ასტკივდა… ბეილმა ვარჯიშის ბოლოს უთხრა ექიმებს, რომ დატვირთვები არ შეეძლო, რამაც გაკვირვება გამოიწვია. გაჩნდა ეჭვები, რომ უელსელმა მოიტყუა. ბეილს თითქმის არ უწევს თამაში, მნიშვნელოვან მატჩებში ხომ საერთოდ არ გამოჰყავთ მოედანზე და ახლა „ესპანიოლთან“ როცა ძირითადის ბევრ ფეხბურთელს ასვენებენ, ის მინდორზე საჭირო გახდა. ეს...

ხავი, ყატარი და ბიკინები
ჩანაწერი

ხავი, ყატარი და ბიკინები

საშიშია ყატარი 2022! მსოფლიო ჩემპიონატი ეგზოტიკურ ქვეყანაში. ესპანურმა პრესამ ყატარში მოთამაშე ხავი მარტინესს ჰკითხა აზრი, თუ რა თავისებურებები აქვს ამ ქვეყანას. ხავი მარტინესი, როგორც იცით, „ბაიერნში“ თამაშობდა, შარშანდელი წლიდან კი „ყატარ სკ“-შია. „ყატარში სხვა კულტურაა, მაგრამ მთლიანობაში ნორმალური ქვეყანაა. ზაფხულში არ უნდა ჩამოხვიდეთ, რადგან საუნასავით შეგრძნება დაგემართებათ. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მთელ მსოფლიოს ექნება შანსი ნახოს,...

ნაპოლის პრეზიდენტი: კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია
ჩანაწერი

ნაპოლის პრეზიდენტი: კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია

ყველანაირი ეჭვები მოისპო: „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მის კლუბში იქნება. დე ლაურენტისმა ეს ვრცელ ინტერვიუში თქვა, ბევრ საკითხს შეეხო და ასევე განაცხადა რომ ქართველის ტრანსფერი მოგვარებულია. როგორც იცით, ხვიჩა ბათუმის „დინამოში“ თამაშობს და მშვენიერ ფორმაშიც არის. „ნაპოლიში“ რა ამბებია? ამბობენ, რომ ლუჩანო სპალეტი, შესაძლოა, გაათავისუფლონ. სპალეტიმ, როგორც უკვე სისტემატურად ხდება...

ორი ფაქტორი
ჩანაწერი

ორი ფაქტორი

რობერტ ლევანდოვსკი უკმაყოფილო დარჩა „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის გამონათქვამით: „ლევანდოვსკი 2022 წელს არსად არ წავა“. პოლონელი ბომბარდირი ზაფხულისთვის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. გარდა ამისა, ლევანდოვსკი უკმაყოფილო ყოფილა იულიან ნაგელსმანის ტაქტიკით, იმდენი საგოლე მომენტი აღარ მექმნება, როგორც აქამდეო. „ბარსელონა“? ყველაზე ხშირად „ლევას“ იქ გადასვლაზე წერენ და ვნახოთ, რამდენად რეალურია. გერმანული გამოცემა წერს, რომ „ბაიერნი“ შესაძლო შემცვლელებთან...

იქ მაინც მოასვენეთ…
ჩანაწერი

იქ მაინც მოასვენეთ…

პრემიერლიგურ „კარდიფსა“ და საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნანტს“ შორის სასამართლო დავა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ უნდა დადგინდეს, „კარდიფს“ „ნანტისგან“ აწ უკვე დაღუპული ფეხბურთელის სანაცვლო სატრანსფერო თანხა ერგება თუ არა. საუბარია 15 მილიონი გირვანქაზე. აი, „კარდიფს“ კი მადა უფრო გაეხსნა და ფრანგებისგან 80 მილიონს ითხოვს. უელსურმა კლუბმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ სალა 2019 წლის იანვარში...

ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება
ჩანაწერი

ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერა. რეიკიავიკში მიმდინარე ტურნირში, როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა, ბულგარეთი 10:3 გაანადგურა. ორი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 3:3. ბოლო აკორდი მთლიანად საქართველოს ნაკრების გამოდგა – ჩვენებმა შვიდი შაიბა გაიტანეს და სოლიდური ანგარიშით მოიგეს. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოები ნიკიტა ბუკია და ივან...

საქართველომ წინსვლა წააგო
ჩანაწერი

საქართველომ წინსვლა წააგო

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის II დივიზიონის B ჯგუფის მეორე მატჩი ისლანდიასთან 2:5 წააგო და, ფაქტობრივად, ზედა ჯგუფში გადასვლის შანსი დაჰკარგა. რეიკიავიკში მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე როლანდ სვანიძის გუნდის უმთავრესი მეტოქე სწორედ ისლანდია იყო. მასპინძელი გუნდი ტურნირისთვის უკეთესი მომზადებული აღმოჩნდა და, დიდი ალბათობით, A ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჩვენები, ასევე დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე დარჩებიან, მექსიკისა...

დინამოს ამოასხა
ჩანაწერი

დინამოს ამოასხა

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამოსა“ და სპლიტს „იადრანის“ მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე ანდრია ბითაძემ გოლი შეაგდო და დედაქალაქურ გუნდს ტურნირში პირველი გამარჯვება მოუტანა – 12:11. აქამდე ბოლო ადგილზე მყოფი უქულო „დინამომ“ მის წინ მდგომ ხორვატულ გუნდს კი მოუგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა – ჩვენი გუნდი წინ ვეღარ წაიწევს. ბოლო ტურში კი, ასევე უმოტივაციო „ოლიმპიაკოსს“...

საქართველომ ბელგია მოასრიალა
ჩანაწერი

საქართველომ ბელგია მოასრიალა

რეიკიავიკში ჰოკეისტთა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფის მატჩები დაიწყო. ჯგუფურ ეტაპზე ექვსის ნაცვლად, ხუთი გუნდი დარჩა – კოვიდ-პრობლემების გამო ახალი ზელანდიის ნაკრები ისლანდიას, მექსიკას, ბელგიას, ბულგარეთსა და საქართველოს ვერ შეუერთდა. შედეგად, ყველა გუნდს ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს. გამარჯვებული II დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება, ხოლო ბოლოადგილოსანი III დივიზიონის A ჯგუფში დაქვეითდება. როლანდ სვანიძის...