Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
რონალდუს რეკორდები
ჩანაწერი

რონალდუს რეკორდები

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, 37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში 36 წელს გადაცილებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 15 გოლის გატანა შეძლო. რონალდუმ ბოლო ტურში „ნორვიჩს“ სამი გოლი შეუგდო, სულ კი, ამ შედეგის დასაფიქსირებლად 26 მატჩი დასჭირდა. გარდა ამისა, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების ოფიციალურ მატჩებში 50 ჰეთ-თრიკი შეასრულა....

ბოლონიის გავლით ბარსელონაში
ჩანაწერი

ბოლონიის გავლით ბარსელონაში

თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი ახლახანს გააფორმა და უკვე გაჩნდა ხმები, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს. შენგელიასა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე, რის შემდეგ 30 წლის კალათბურთელი ესპანეთში დაბრუნდება. „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კი, ხანგრძლივი იქნება. შენგელია ბოლონიელებს მოსკოვის ცსკა-დან შეუერთდა, სადაც 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე კი, „ბასკონიაში“ ირიცხებოდა...

ჩეფერინი სუპერლიგამ დაღალა
ჩანაწერი

ჩეფერინი სუპერლიგამ დაღალა

როგორც ირკვევა, ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ „ინტერმა“ დატოვა. მილანური კლუბი ერთადერთია, რომლის ხელშეკრულებაშიც იყო პირობა ტურნირის დატოვების შესახებ. სხვა 12 დამფუძნებელი კლუბიდან ასეთი შესაძლებლობა არავის ჰქონდა. შედეგად, სხვა 11 კლუბი ჯერ ისევ სუპერლიგის წევრები არიან. არადა, ტურნირიდან გასვლის შესახებ ყველამ საჯაროდ გამოაცხადა. ეს ყველაფერი ისევ აღიზიანებს უეფას პრეზიდენტ ალეკსანდრ ჩეფერინს. „სუპერლიგის ხსენებით უკვე დავიღალე. როდესაც...

პირლო  ბენფიკაში ?
ჩანაწერი

პირლო  ბენფიკაში ?

იტალიელი სპეციალისტი ანდრეა პირლო, შესაძლოა, ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი დამრიგებლის, ჟორჟე ჟეზუშის მუშაობით და მის ადგილზე მთავარ კანდიდატურად სწორედ პირლოს მოიაზრებს. „ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, „სპორტნგისა“ და „პორტუს“ შემდეგ. ქვეყნის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. ცხადია, ჟეზუშის გათავისუფლება სურთ, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, სოლიდური კომპენსაციის გადახდა...

გრიზლიმ ოკლაჰომა დატორა
ჩანაწერი

გრიზლიმ ოკლაჰომა დატორა

„მემფის გრიზლი“ NBA-ს რეკორდსმენია. მემფისელებმა საკუთარ კედლებში „ოკლაჰომა“  ანგარიშით 152:79 დაამარცხეს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს. აქამდე რეკორდი „კლივლენდ კავალიერსს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 1991 წლის 17 დეკემბერს, „მაიამი ჰიტი“ 68 ქულის სხვაობით, 148:80 დაამარცხა. „მემფისმა“ რამდენიმე საკლუბო რეკორდიც დაამყარა: ცხადია, ყველაზე დიდი სხვაობით მოგება ისტორიაში; ერთ მატჩი ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა; სათადარიგო...

ალენს უნიკალური მისდევს
ჩანაწერი

ალენს უნიკალური მისდევს

NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი, დიდების დარბაზის წევრს, NBA-ს ორგზის ჩემპიონსა და „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის 10-გზის მონაწილე რეი ალენს აქვს ჩაგდებული – 2973. თუმცა, ალენს თანამდროვე კალათბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის, სტეფ კარის სუნთქვა ესმის, რომელსაც პერიმეტრიდან ბურთი კალათში უკვე 2850-ჯერ მოუთავსებია. კარიმ ალენს პროცენტული მაჩვენებლით უკვე გადაასწრო. კარის რეალიზაციის პროცენტი 43,3-ია, ხოლო ალენს ზუსტად ტყორცნების 40%...

სალამი რუსულად…
ჩანაწერი

სალამი რუსულად…

მოსკოვის „სპარტაკის“ მწვრთნელს სასაცილო რეაქცია ჰქონდა როდესაც ლუჩანო სპალეტიმ მას ხელი არ ჩამოართვა. ევროპა ლიგის მე-5 ტურში „ნაპოლი“ „სპარტაკს“ მოსკოვში დაუპირისპირდა. რუსებმა 2:1 მოიგეს. საინტერესო ამბავი მოხდა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ. თამაშის ბოლოს „სპარტაკის“ მწვრთნელი რუი ვიტორია ნაპოლის თავკაცისკენ ხელის ჩამოსართმებად წავიდა, თუმც ლუჩანო სპალეტიმ შორიდანვე ანიშნა, ტყუილად ნუ ირჯებიო და გვირაბისკენ გაემართა. სპალეტის ამ...

ზვერევი: პირველი მეორედ
ჩანაწერი

ზვერევი: პირველი მეორედ

1990 წლის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს აჯობა. გერმანელმა ნახევარფინალში პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში – მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი. გადამწყვეტ მატჩში ზვერევმა თითო სეტში თითო ბრეკ პოინტი გამოყენა და 6:4; 6:4 მარტივად იმარჯვა. წლის შემაჯამებელი ტურნირი გერმანელმა მეორედ მოიგო....

სან სირო დამტკიცდა
ჩანაწერი

სან სირო დამტკიცდა

მილანს ახალი „სან სირო“ ექნება. ორივე მილანურმა კლუბმა („მილანი“ და „ინტერი“), „სან სიროს” ახალი სტადიონის გეგმა შეათანხმა. პროექტის დამტკიცება ორ წელიწადს გაგრძელდა. საქმე ის იყო, რომ პირველი ვარიანტი, რომელიც კლუბებმა წარადგინეს, არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რასაც ქალაქის მესვეურები ითხოვდნენ. კიდევ უფრო დიდხანს გაჭიანურდება თავად სტადიონის რეკონსტრუქცია – ახალ სტადიონზე გუნდები 2027 წელს ითამაშებენ…  

ჩავი ბარსელონაში ჩადის
ჩანაწერი

ჩავი ბარსელონაში ჩადის

არ არსებობს ესპანური გამოცემა, რომელიც „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ არ წერდეს. თუმცა, ყველა ერთ აზრზეა – კატალონიური კლუბის თავკაცი ჩავი ერნანდესი გახდება. ჩავი კუმანის შეცვლის ერთერთ კანდიდატად კი განიხილებოდა, მაგრამ ნიდერლანდელის გათავისუფლების შემდეგ „ბარსა“ ჩავის უმალვე დაუკავშირდა. წერენ იმასაც, რომ დარჩენილია მცირე დეტალების მოგვარება, მათ შორის ესპანელის ამჟამინდელ კლუბთან „ალ სადთან“ მოლაპარაკება. მეტიც, ამბობენ,...