ესპანეთის თასის მფლობელი და როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ფავორიტი „ბარსელონა“, კიდევ უფრო გაძლიერდა.
„ბარსას“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ესპანელ კალათბურთელ პაუ გაზოლთან. პაუ „ბარსაში“ 16 ნომრით ითამაშებს.
40 წლის გაზოლი NBA-ს ორგზის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.
გაზოლმა პროფესიული კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო, ხოლო 2001 წელს თავი NBA-ს დრაფტზე დააყენა, სადაც მესამე ნომრად აირჩიეს. შედეგად, კარიერის დიდი ნაწილი ოკეანის გაღმა გაატარა. უთამაშია „მემფისში“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“, „ჩიკაგოში“, „სან ანტონიოსა“ და “მილუოკიში“.
გაზოლი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელია.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
