განრიგი რეალის გულშემატკივართათვის

Home აქეთურ-იქითური განრიგი რეალის გულშემატკივართათვის
განრიგი რეალის გულშემატკივართათვის

„რეალმა” „ლა ლიგაში” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „ვალიადოლიდთან” გაიმარჯვა – 2:0. მასპინძლებს იღბალი დაეხმარა. სტუმართა მიერ ხარიხისთვის ორჯერ გარტყმულ ბურთს  თუ გნებავთ სულ ნუ მივიღებთ მხედველობაში — 18 წლის ვინისიუსის გარდამტეხი გოლიც იღბლის დამსახურება იყო. ბრაზილიელის დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება მკვეთრად შეიცვალა და კარში ისე შევარდა.

იღბალი ფეხბურთში, რასაკვირველია, საჭიროა. ამიტომაც დაარქვა „მარკამ” თამაშის მიმოხილვას ასე: „ვინისიუსმა „რეალს” ბედი შეუცვალა”. თუმცა, აქ სხვა რამეზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება: „ლოს ბლანკოსმა” „ვალიადოლიდთან” 3 ნოემბერს ითამაშა. როგორც მოგეხსენებათ, ეს მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. შემდეგი მატჩი კი მადრიდელებს შინ დეკემბრამდე აღარ აქვთ, რაც ერთგვარ გამოცდადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ამიერიდან „რეალის” კალენდარი ასეთია: 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჩეხეთში პლზენის „ვიქტორიასთან”; 11 ნოემბერს ვიგოში „სელტასთან”; 24 ნოემბერს ეიბართან, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიაში, „რომასთან”.

ამრიგად, „რეალი” შინ „ლა ლიგის” მე-14 ტურამდე ვერ ბრუნდება. ხსენებული ტური კი 1-2 დეკემბრის უქმეებზეა დანიშნული. კერძოდ რომელ დღეს და რომელ საათზე ითამაშებენ „თეთრები” ჯერ გადაწყვეტილიარ არის, მაგრამ ის ცნობილია, რომ მეტოქე „ვალენსია” იქნება.

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.