„პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრები არჩევანის წინაშე არიან: „ლიონთან“ თამაშს უყურონ თუ „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიალზე გადართონ. დილემა მას მერე წარმოიშვა, რაც პსჟ-ლიონის შეხვედრა კვირა საღამოდან ორშაბათზე გადაიტანეს.
პარიზელი გულშემატკივარი იხსენებს, რომ ასეთივე პრობლემა ჰქონდა შარშანაც, როდესაც მათი გუნდი მარსელში თამაშობდა, დედაქალაქში კი „ფრანს ფუტბოლი“ ოსმან დემბელეს აჯილდოვებდა.
ფანები ისე გაბრაზდნენ, რომ კლუბს წერილითაც კი მიმართეს პროტესტის ნიშნად ლიონთან სათამაშოდ მოედანზე მეორე გუნდი გაიყვანეთო. ბევრი მათგანი ბოიკოტს უჭერს მხარს.

რატომ გადაიდო პსჟ-სა და „ლიონის“ შეხვედრა? ეს პარიზის პოლიციამ ითხოვა. შაბათ-კვირას პოლიციელებს სტუდენტური გამოსვლების გამო ქალაქში დაძაბული მუშაობა ელით და სტადიონზე წესრიგის დაცვა მეტისმეტი იქნებოდა.
ახლა შეხვედრა კვირის ნაცვლად ორშაბათს, ცენტრალური ევროპის დროით საღამოს 20 საათსა და 30 წუთზე ანუ საქართველოს დროით 23:30-ზე გაიმართება.
პარიზელი ფანები გააღიზიანა იმანაც, რომ მასობრივი უწესრიგობების გამო სამშაბათს პსჟ-ს და „ბარსელონას“ ჩემპიონთალიგური შეხვედრა არ გადადეს. მაშინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა თქვა ფეხბურთი ხელს არ გვიშლისო, რამდენიმე დღეში კი, როდესაც საქმე შიდა ჩემპიონატის მატჩზე მიდგა, გაირკვა, რომ ფეხბურთი ხელს დიახაც უშლით. ეს ორმაგი სტანდარტის გამომჟღავნება იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი23/11/2026 | 07:03დუეს ოპერაცია ელის
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 09:10არსენალს რაიას გარეშე გამოცდა ელის
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 08:09რა ბედი ეწევა მუსიალას 22 მილიონს?
მთავარი ამბავი22/11/2026 | 06:42დუეს ტრავმა მძიმე ჩანს
