„პარი სენ ჟერმენი“ ახალწვეულმა გადაარჩინა, თუმცა ის ჩვეულებრივი ახალწვეული არ იყო. ის გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი, „ბარსელონადან“ პარიზში ახალგადასული ფერან ტორესი, რომელმაც მოედანზე ფეხი მეორე ტაიმში ოსმან დემბელეს ნაცვლად შედგა და მატჩი, რომელსაც მასპინძელი პსჟ „რენთან“ 0:2-ს აგებდა 2:2 დაამთავრა. მას ასისტენტობა ორივე ჯერზე თანამემამულემ და ასევე მსოფლიოს ჩემპიონმა ფაბიან რუისმა...
ჭდე: ლიგა 1
დიდი ჩხუბი ნიცაში
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით. შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს...
კომოლის ფანები მოკვლით დაემუქრნენ
ფრანგული „ტულუზის” პრეზიდენტმა დამიენ კომოლიმ უკვე რამდენიმე წერილობითი მუქარა მიიღო. საქმით პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი დაინტერესდა. გამოძიებამ ეჭვი კლუბის ფანებზე აიღო, რადგან მსგავს მუქარებს გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ალენ კაზანოვაც უგზავნიდნენ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა „ტულუზი” ფრანგული ფეხბურთის ელიტიდან გავარდა და ამერიკული ფონდის RedBird Capital Partners-ის ხელში გადავიდა. საინტერესო ისაა, რომ დამიენ კომოლის „ტოტენჰემის”, „რსენალის”...


