„პარიზიენი“ წერს, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გარშემო გაურკვევლობაა, სამაგიეროდ იმაში, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უნდა გამხდარიყო, ეჭვის შეტანა შეუძლებელია. „დიდყურა თასზე“ ქართველს არავინ სჯობდა.
კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „სლოვანის“ წინააღმდეგ (6:1) არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, მაგრამ შეხვედრის წინ ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, 2000 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატმა ლუიშ ფიგუმ მას წინა გათამაშების საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.

გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კვარა ამ შეჯიბრებაში გუნდის ლიდერი იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა (ეროვნულ გუნდში 50 შეხვედრა, 23 გოლი) გაიტანა 10 გოლი. მათგან 7 შეაგდო ფლეი-ოფის ეტაპზე, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჩაატარა: მან გაუტანა „მონაკოს“, „ლივერპულს“, „ჩელსის“ (3) და „ბაიერნს“ (2), ხოლო „არსენალთან“ ფინალში პენალტი მოიპოვა, რომელიც ოსმან დემბელემ გოლად აქცია.
კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტია. ინტერვიუებში მის სასარგებლოდ ილაპარაკეს ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიც არიან მიშელ პლატინი და ტონი კროსი. როდესაც ქართველ ვარსკვლავს ეს შეახსენეს მან უპასუხა:
„სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ფეხბურთელები – ნამდვილი ლეგენდები – ამბობენ, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებ. თუკი დედამიწაზე თუნდაც ერთ კაცს მიაჩნია, რომ ასეთი რაღაცის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრიზის ღირსი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. მე უბრალოდ მინდა ასე განვაგრძო, იქ კი ვნახავთ ცხოვრება რას მიმზადებს. ყველაფრისთვის მზად ვარ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 07:07ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
