ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „ნიცის“ მატჩით დაიწყება საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ის 2026/2027 წლების რეგულარული სეზონი.
საფრანგეთის მეორე ლიგა კია, მაგრამ რეალურად, ევროპაში პრო დ2-ზე ძლიერი ჩემპიონატი მხოლოდ ინგლისის პრემიერშიპი, რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი და საკუთრივ ფრანგული ტოპ 14-ია.
ამდენად, პრო დ2 მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია და საქართველოში მის მიმართ ინტერესს ის გარემოებაც ზრდის, რომ მასში ხუთ ათეულზე მეტი ქართველი მორაგბე ასპარეზობს – მოქმედი ბორჯღალოსნებით დაწყებული და ესპუარებით დამთავრებული. დღეის მონაცემებით, ახალ სეზონში 52 ჩვენებური ჩაებმება. მეტიც ყოფილა, თუმცა, საშუალოდ 50 ქართველი პრო დ2-ისთვის სტაბილური რიცხვია პროფესიონალი თუ ახალგაზრდა ქართველებისა.

კლუბების მიხედვით ტრადიციულად „ორიაკია“ გამორჩეული. ამ გუნდში 15 ქართველია! ერთადერთ არაქართულ კლუბად კი „დაქსი“ დარჩება, რომლის მესვეურებსაც ჩვენებურების გარეშე მოუწევს ზედიზედ მესამე სეზონის თამაში.
ყველაზე ხმაურიანი ქართული ტრანსფერები „ანგულემს“ უკავშირდება, რომელმაც ორი ბორჯღალოსანი გადაიბირა – გელა აფრასიძე და გიორგი ჯავახია, ესპუართა გუნდში კი, „ანგულემისა“ და საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტნის ვაჟი გიორგი სუთიაშვილი ითამაშებს.
„ბეზიემ“ ორი ბურჯი ლუკა დაიმატა – გოგინავა და აზარიაშვილი, „ბიარიცმა“ – კახა დარბაიძე, „კოლომიემ“ – მამუკა მსტოიანი, „მონტობანმა“ – დაჩი პაპუნაშვილი, „ნიცამ“ – გიორგი ხაინდრავა, ხოლო უკვე ხსენებულმა „ორიაკმა“ – ლაშა ტაბიძე და გუგა ღანიაშვილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერებიც სწორედ ეს იყო.
ესეც პრო დ2-ელი ქართველების სრული სია:

ანგულემი (3): გიორგი ჯავახია, გიორგი სუთიაშვილი*, გელა აფრასიძე.
აჟენი (1): არჩილ ნოზაძე*.
ბეზიე (2): ლუკა გოგინავა, ლუკა აზარიაშვილი.
ბიარიცი (3): გიორგი ნუცუბიძე, კახაბერ დარბაიძე, ანდრია ბილანიშვილი*.
ბრივი (4): ვახტანგ აბდალაძე, ანრი შველიძე*, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი შველიძე.
გრენობლი (1): გიორგი პერტაია.
ვალანს რომანი (3): გიგა თუთისანი, ილია სპანდერაშვილი, ნიკოლოზ აფციაური*.
კოლომიე (1): მამუკა მსტოიანი.
მონტობანი (3): ნუგზარ სომხიშვილი, ლევან ეზიეშვილი*, დაჩი პაპუნაშვილი.
ნარბონი (2): საბა ხარებაშვილი*, სანდრო სესიაშვილი*.
ნევერი (6): ლუკა უნგიაძე, საბა ნოზაძე*, ლუკა პეტრიაშვილი, რატი ზაზაძე, გიორგი ზაზაძე*, ნიკოლა რაგოევი.
ნიცა (2): ვაჟა კაპანაძე, გიორგი ხაინდრავა.
ოიონაქსი (5): ნიკოლოზ კორახაშვილი*, ვანო კარკაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, გიგი სირბილაძე*.
ორიაკი (15): მირიან ბურდული, გიორგი ქართველიშვილი, ლაშა ტაბიძე, ირაკლი მჭედლიძე, ონისე იოსელიანი*, ნიკოლოზ კუმარიტოვი*, ნიკოლოზ ბალანჩივაძე*, გაბრიელ რაზმაძე*, ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, გურამ ღანიაშვილი, კახა შეყილაძე*, ნიკოლოზ დათუნაშვილი*, ალექსანდრე ბურდული, თედო აბჟანდაძე.
პროვანსი (1): თორნიკე ჯალაღონია.
დაქსი – 0.
შენიშვნა: *-ით აღნიშნულნი არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომელთაც პროფესიულ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გააჩნიათ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
