ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „ნიცის“ მატჩით დაიწყება საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ის 2026/2027 წლების რეგულარული სეზონი. საფრანგეთის მეორე ლიგა კია, მაგრამ რეალურად, ევროპაში პრო დ2-ზე ძლიერი ჩემპიონატი მხოლოდ ინგლისის პრემიერშიპი, რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი და საკუთრივ ფრანგული ტოპ 14-ია. ამდენად, პრო დ2 მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია და საქართველოში მის მიმართ ინტერესს ის გარემოებაც ზრდის,...
ჭდე: გელა აფრასიძე
დებიუტანტები და ლელო ევროპაში
გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა. რაც შეეხება ქართულ...
რუმინეთმა ტოლი ნახოს…
საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გზა გაიკაფა და 16 მარტს, გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ ესპანეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ 43:5 დაამარცხეს და ზედიზედ მე-8 ჩემპიონობისკენ ბოლოსწინა ნაბიჯი გადადგეს. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ფინალში ქართველთა მეტოქე არა პორტუგალია იქნება, არამედ ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ჩვენმა ნაკრებმა სულ ახლახან მადრიდში 62:32 მოუგო. ესპანელმა „ლომებმა“ შაბათს ერთგვარი სენსაცია მოახდინეს,...
ევროსექსტეტი
გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16. ჩემპიონთა თასი პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი...
ლელოები და დებიუტი ევროთასებზე
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ… ჩემპიონთა თასი ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა...
ქართველთა ორიაკი!
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურმა ტოპ 14-ის ქართველთათვის წინა ტურივით ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა, პრო დ2-ში კი ჩვენებურები კვლავ წამყვან როლებში იყვნენ: ტოპ 14 ლიდერად ქვეყნისა და ევროპის ჩემპიონი „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც „ბაიონთან“ გასვლაზე 8:12 კი წააგო, მაგრამ ბონუს-ქულის მიღებით ერთპიროვნული პირველადგილოსნობა შეინარჩუნა. 30-ქულიან ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება „ლა როშელი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსე“ 35:18...
ლელოები თედოს გარდასახვით
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის – 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები! ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო – 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა სანდრო ქუნთელიამ ჩაიწერა – თამაშის მიწურულს, როცა მისი გუნდი „მშრალად“...
აფრასიძის 50-ე, სუთიძის – პირველი
ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა. ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი კასტრში მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 23:28. „ბორდოს“ კი პირველობის სხვა გამზიარებელი გამოუჩნდა. „ლა როშელმა“...
რეკორდები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს. ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა. ტოპ 14 „ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე...
42 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი, საფრანგეთის ტოპ 14 7 სექტემბერს აიღებს სტარტს. ქართველებისთვის 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი კი იმითაა გამორჩეული, რომ მის მონაწილე 14 კლუბში ჩვენი თანამემამულეების უპრეცედენტო რაოდენობა ირიცხება. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ქართველები ლიგის 14 კლუბიდან 12-ში არიან თავმოყრილნი – ჩემპიონი „ტულუზი“ და ტოპ 14-ის ახალბედა „ვანი“ ბოლო წლებში ფონს ქართველების გარეშე გადიან. უპრეცედენტო...









