ჭდე: გელა აფრასიძე

Home გელა აფრასიძე
5 ქულა პორტუგალიიდან
ჩანაწერი

5 ქულა პორტუგალიიდან

შედეგი ისეთი მივიღეთ, როგორსაც ვგეგმავდით – ჩვენებმა პორტუგალიის ნაკრები ლისაბონშივე დაამარცხეს, ბონუს-ქულაც აიღეს და პირველი ტურის შემდეგ „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეშიც ჩაუდგნენ. მაგრამ, თუ გვერდით გადავდებთ დაუწერელ კანონს, რომლის ძალითაც გამარჯვებულს არ ასამართლებენ, ბორჯღალოსნების მისამართით საყვედურის თქმის არაერთ საბაბს მოვიყვანდით. თუმცა, გამარჯვებაა და ვიზეიმოთ. 29:16, თან გასვლაზე და თან 5 ლელოს...

ევროთასები  ფრანგულად
ჩანაწერი

ევროთასები ფრანგულად

გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო ტურნირების ბოლოსწინა, მე-5 ტური გაიმართა, რომელმაც ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინა. კერძოდ, გაირკვა, რომ სამმა ფრანგულმა და თითო ირლანდიურმა და ინგლისურმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ესენი არიან „კლერმონი“, „რასინგი“, „ტულუზი“, „ლენსტერი“ და „ექსეტერი“. რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, წინა ტურში მხოლოდ ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა და სამწუხაროდ, მათი...

ორი ბექას ამბავი
ჩანაწერი

ორი ბექას ამბავი

საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6...

ენდეთ გელას!
ჩანაწერი

ენდეთ გელას!

გელა აფრასიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ეს „რასინგთან“ პარიზულ მატჩში შეძლო, რომელიც მისმა „მონპელიემ“ 25:29 წააგო და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის კუთვნილ ბონუს-ქულას დასჯერდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მსოფლიო თასზე ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ უქმად იყო, მაგრამ გასულ ტურში მონპელიელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთობ მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა...

ქართველები, თასები და ევროპა
ჩანაწერი

ქართველები, თასები და ევროპა

მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა – ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ. ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც მოახლოვდა – დამდეგ უქმეებზე EPCR (ევროპის პროფესიულ სარაგბო კლუბთა გაერთიანება) სტარტს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ...

ღირსებისთვის
ჩანაწერი

ღირსებისთვის

ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,...

თამაში ერთი ტაიმი…
ჩანაწერი

თამაში ერთი ტაიმი…

43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...