მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა და ლიბანს 93:74 აჯობა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გამოძახებული 15 კალათბურთელიდან 13-მა ითამაშა. მოედანზე არ გასულან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი.
მხოლოდ რვა წუთი ითამაშა გოგა ბითაძემაც. ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები მარკიზ რიდი და ალექსანდრე ფევაძე (13-13 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლიც – 10 ქულა, 12 მოხსნა. 23 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურად ისრაელს გაეჯიბრება, ხოლო 28 და 31 აგვისტოს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს.
ჯიკიჩის გუნდი ჯერ მონტენეგროს დაუხვდება, შემდეგ – პორტუგალიას ესტუმრება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
