ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპი იტალიასთან მატჩით გახსნა და 14:16 დამარცხდა. არადა, ფავორიტ გუნდთან ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და ვიტყვით, რომ ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.
პირველი მეოთხედი ფრედ 2:2 დასრულდა, მეორე მეოთხედის შემდეგ მხოლოდ ერთ ბურთს ვაგებდით, მაგრამ იტალიელებმა ჩელენჯი მოითხოვეს და შესვენების ნაცვლად მსაჯმა ნიკა შუშიაშვილი 4 წუთით გაგვიძევა, პენალტი დაგვინიშნა და 6:8 ჩამოვრჩით.
მიუხედავად ნაკლებობისა, შესვენების შემდეგაც ვიბრძოლეთ, მაგრამ ორი ბურთი აქაც დავთმეთ და ბოლო მეოთხედის წინ ოთხი ბურთით ჩამოვრჩით. ამ სხვაობის აღმოფხვრა იტალიასთან რთული იყო, მაგრამ ათანასიოს კაჩეგიასის შეგირდებმა ბოლომდე იბრძლოეს და მხოლოდ ორი ბურთით წავაგეთ.
მომდევნო მატჩი ჩვენს გუნდს უშუალო კონკურენტ რუმინეთთან ელის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
