წელი: 2025

Home 2025
ატლეტიკოს ახალი სიმეონე…
ჩანაწერი

ატლეტიკოს ახალი სიმეონე…

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. არგენტინელ მწვრთნელთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ სიმეონე პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ოპტიმალურ კანდიდატად რჩება. ამ პოზიციას იზიარებენ „ატლეტიკოს“  პრეზიდენტი ენრიკე სერესო, გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი. სიმეონე...

სანდრომ სამმაგს უტრიალა
ჩანაწერი

სანდრომ სამმაგს უტრიალა

NBA-ს მორიგი სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ ერთი გამოჩნდა. „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „პორტლენდს“ 110:106 მოუგო. გოგა ბითაძეს არ უთამაშია. როგორც ირკვევა, ჩვენებურს მუხლის ტრავმა აწუხებს. თუმცა, მისი ხარისხი უცნობია. „ორლანდოს“ 17 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 27 დეკემბერს, შინ, „შარლოტთან“ ითამაშებს. სანდრო მამუკელაშვილის...

რეალი მცველებზე ფიქრობს
ჩანაწერი

რეალი მცველებზე ფიქრობს

„რეალი’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ათასი ჭორით გარშემორტყმული ხვდება. მადრიდელებმა ენდრიკი „ლიონს’’ მიაქირავეს, რასაც მყისვე მოჰყვა ხმები სხვადასხვა შესაძლო ახალწვეულების შესახებ. „ლოს ბლანკოსთან’’ დაკავშირებული საიტები კი ცდილობენ ეს ხმები გააბათილონ. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა შუა სეზონში ახალი მოთამაშეები არ დაიმატოს. კლუბი ზაფხულისთვის ემზადება, მანამდე კი მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების ხელშეკრულებათა მოწესრიგება-გახანგრძლივებაზე მუშაობს. ამასობაში...

რას ნიშნავს ეთიკის ბონუსი?
ჩანაწერი

რას ნიშნავს ეთიკის ბონუსი?

თუ კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს „პარი სენ ჟერმენს’’ სასამართლო დავას მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ხელფასი და პრემიები დააკლეს, მისი ჯიბე 60 მილიონი ევროთი შეივსება. დიდი ალბათობით საქმე აქეთკენაც მიდის, მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ცნობისწადილი გამოიწვია: პარიზულ კლუბს ავალდებულებენ ფეხბურთელისთვის ეგრეთწოდებული „ეთკის ბონუსის’’ სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდას, რაც საფრანგეთს გარეთ, ზოგ ქვეყანაში ცოტა...

რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?
ჩანაწერი

რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?

„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ...

შალომ, სანდრო…
ჩანაწერი

შალომ, სანდრო…

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „იბერიას“ ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ისრაელის ჩემპიონატის კლუბ ჰაიფას „აპოელში“ გააგრძელებს. 28 წლის ალთუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების ოფციით გააფორმა. ალთუნაშვილი „იბერიაში“ დაბრუნებალმდე ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, მაგრამ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო სამშობლოში დაბრუნდა და „იბერიაში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს...

გოგა გოლდენ სტეიტთან…
ჩანაწერი

გოგა გოლდენ სტეიტთან…

NBA-ში მორიგი მატჩები იყო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ კალიფორნიაში „გოლდენ სტეიტს“ ესტუმრა და 97:120 დამარცხდა. ჩვენებურმა პარკეტზე 14.29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურის პასივში ერთადერთი დაკარგვა იყო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ფლორიდელებმა 16 ქულა წააგეს. „მეჯიქი“...

გვარდიოლას საშობაო კონტროლი
ჩანაწერი

გვარდიოლას საშობაო კონტროლი

„მან. სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა საშობაო არდადეგების დროს ფეხბურთელების წონის მატების შემოწმებას გეგმავს. „მათ შეუძლიათ ჭამა, მაგრამ მინდა მათი კონტროლი. უნდა ავირჩიო შემადგენლობა 27-ში „ნოტინგემ ფორესტთან“ მატჩისთვის. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სამი ზედმეტი კილოგრამით ბრუნდება. ის მანჩესტერში დარჩება და ნოტინგემში არ წამოვა. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა“, – ამბობს მწვრთნელი. ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული...

ენდრიკი ზაფხულამდე ლიონში ითამაშებს
ჩანაწერი

ენდრიკი ზაფხულამდე ლიონში ითამაშებს

ცოტა ხნის წინ პაულუ ფონსეკას „ლიონის’’ სატრანსფერო გეგმების შესახებ ჰკითხეს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ კულისებს მიღმა პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. „ჩვენ ლუი-ჟან მატიესთან და ბენჟამენ შარიესთან („ლიონის’’ სკაუტინგის ხელმძღვანელები) ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვიყვანოთ’’, ― თქვა ფონსეკამ. მას მერე, რაც რონისპირულმა კლუბმა ფრანგული ფეხბურთის ფინანსური მარეგულირებელისგან ახალი მოთამაშეების შეძენის ნებართვა მიიღო მის ოფისში...

რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა
ჩანაწერი

რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა

მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის პირველ შეხვედრაში კომოროს ეროვნულ გუნდთან 2:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელს ვალიდ რეგრაგის დაუსვეს გუნდის კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის აშრაფ ჰაკიმის ჯანმრთელობას ეხებოდა. ინტერესის ასეთი გაღვივება გარკვეულწილად თავად რეგრაგის ბრალი იყო, რომელმაც შეხვედრის წინა დღეს თქვა: „მან ხვალ შეიძლება ითამაშოს… ან შეიძლება ვერც ითამაშოს’’. რა მოხდა რეალურად?...