წელი: 2025

Home 2025
ვირტცი!
ჩანაწერი

ვირტცი!

კარგახნიანი კრიზისის შემდეგ „ლივერპულმა’’ შვებით ამოისუნთქა. სულ რაღაც ორი კვირის წინ „წითლები’’ პრემიერლიგის ცხრილში მე-10 ადგილზე იყვნენ. შემოდგომაზე მათ 0:3 წააგეს „ნოტინგემ ფორესტთან’’, 1:4  დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’. გულშემატკივარს არც თამაშის ხარისხი აკმაყოფილებდა და არც შედეგი, მაგრამ მას მერე არნე სლოტის გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა. მართალია „ლიდსთან’’ და „სანდერლენდთან’’ „ლივერპულმა’’ ფრედ ითამაშა, მაგრამ ხარისხი ყოველ მომდევნო...

სკანდალი სუპერარწივებისა და კართაგენელი არწივების შეხვედრაში
ჩანაწერი

სკანდალი სუპერარწივებისა და კართაგენელი არწივების შეხვედრაში

აღმაშფოთებელია! ტუნისი დაჩაგრეს! მსაჯი დაშინებული იყო!… ასეთი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელებში მალელი ბუბუ ტრაორეს ნამსაჯს აფრიკის ერთა თასზე ნიგერიის და ტუნისის შეხვედრაში. ეს თამაში მაროკოს ქალაქ ფესში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასზე პარასკევსაც იყო მსაჯობასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის, აგრეთვე მაროკოსა და მალის მატჩებში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვა. ასე რომ ტურნირი ფიცხელი კამათის...

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?
ჩანაწერი

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?

ქართულ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლი’’ გიორგი წიტაიშვილის შეძენაზე ფიქრობს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ calciomercato-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც „აძურის’’ სატრანსფერო სტრატეგიაა განმარტებული. საიტი წერს, რომ პარტენოპეელები სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობენ. მათ მოიგეს იტალიის სუპერთასი და სურთ დაძლიონ რთული ამოცანა, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. ეს რასაკვირველია ანტონიო კონტეს გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს, მაგრამ არ არის გამორიცხული კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე...

ორმაგი სტანდარტი აფრიკის თასზე
ჩანაწერი

ორმაგი სტანდარტი აფრიკის თასზე

მეგობრობა ბევრს ნიშნავს. აშრაფ ჰაკიმის მიერ მაროკოსა და მალის შორის აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად დაპატიჟებული კილიან მბაპე პარასკევ საღამოს რაბატში „პრინც მულაი აბდალას’’ სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელის მაისურით მივიდა. როგორც „პარიზიენი’’ წერს, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მაროკოში მშობლებთან და უმცროს ძმასთან ეტანთან ერთად ჩავიდა. ელოდნენ, რომ 4 ნოემბერს „ბაიერნისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთალიგურ...

კვარა მინუს 1
ჩანაწერი

კვარა მინუს 1

„სარბიელის’’ ტრადიციული, ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს ობიექტური მიზეზების გამო დაგვიგვიანდა, თუმც არა უშავს, საუკეთესოები ხომ არსად იკარგებიან… შეგახსენებთ, „სარბიელის’’ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. 2008 წლამდე ქარლთველი ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს დაბრკოლების გარეშე, რეგულარულად ასახელებდნენ, შემდეგ კი რიგ გარემოებათა გამო იყო სამწუხარო 10-წლიანი წყვეტა, რომელიც 2018 წელს „ლიდერბეთის’’ ხელშეწყობით აღდგა. თანამშრომლობა მყარი...

რომელ მცველებზე ფიქრობს ბარსელონა?
ჩანაწერი

რომელ მცველებზე ფიქრობს ბარსელონა?

„ბარსელონას’’ სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი ბრაზილიელ-პორტუგალიელი ვარსკვლავი დეკუ ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კლუბს ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ფეხბურთელთა საახალწლო ვაჭრობა „კამპ ნოუზე’’ მშვიდად ჩაივლიდა. ამასობაში დანიელი ანდრეას კრისტენსენის ტრავმამ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დააყენა ფაქტის წინაშე, რომ გუნდში მხოლოდ ექვსი მცველი დარჩა, რაც მიდგომების გადახედვას მოითხოვს. რას მოიმოქმედებს დეკუ? ეს...

ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?
ჩანაწერი

ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?

„პარი სენ ჟერმენი’’ 30 დეკემბერს ვარჯიშს განაახლებს, მანამდე კი „პარიზიენის’’ ინფორმაციით, მათი უმეტესობა შობის დღესასწაულს ოჯახთან ერთად ატარებს. კაპიტანმა მარკინიოსმა სოციალურ ქსელში ტრადიციულად მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საახალწლო ნაძვის ხის ფონზე  გადაღებული ფოტო დადო. ვეტერანმა სხვა ფოტოებიც დაპოსტა, რომლებზეც ჩანან ოჯახისა და დიდი საახლობლოს დანარჩენი წევრები. ისინი ბრაზილიიდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდნენ. ფეხბურთელმა მათ ბანკეტი...

26 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
ჩანაწერი

26 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ყველაზე პოპულარული, ყველაზე ავტორიტეტიანი – „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები ხვალ, 26 დეკემბერს, 21.00 საათზე გამოცხადდება! შევიტყობთ, საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტისა და ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელის ვინაობას, რომელსაც ბოლო ორი წელიწადია ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ერთერთ ვეტერანს გადავცემთ. „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა პირველად 1993 წელს ჩატარდა. 2008 დან...

წიტაიშვილს რიგი დაუდგა
ჩანაწერი

წიტაიშვილს რიგი დაუდგა

საიტი Foot Mercato შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის’’ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა,  სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მისი შეძენის მსურველი კლუბების „ლიონისა’’ და „ლილის’’ გააქტიურებას უნდა ველოდოთ, თუმცა გამოცემა იმასაც დასძენს, რომ წიტას დამატებით მარტო საფრანგეთში არ არიან დაინტერესებულები. როგორც ირკვევა, ქართველის გადაბირება რომის...

ზიდანმა დაგლიჯა
ჩანაწერი

ზიდანმა დაგლიჯა

აფრიკის თასზე ალჟირმა სუდანს 3:0 მოუგო. ამ შეხვედრის წინ ალჟირელთა სასტარტო შემადგენლობაზე ბევრს მსჯელობდნენ. ყურადღების ცენტრში რასაკვირველია ცნობილი რიად მაჰრეზი იყო. 34 წლის ვეტერანი გულშემატკივარს „მანჩესტერ სიტიში’’ გატარებული ხუთი წლით ახსოვს, ახლა კი ის საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში’’ თამაშობს. ბევრს ლაპარაკობენ აგრეთვე ლუკა ზიდანის დებიუტზე. ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ეროვნულ გუნდში სულ ორიოდ...