იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად მოუგო ბელგიას 1:0 და A დონის ფლეი ოფში დაიბევა ადგილი. „სკუადრა აძურას’’ შედეგი მრავლისმეტყველია: ის ბელგიელთა წინააღმდეგ ზედიზედ 52 შეხვედრაში არ დამარცხებულა. გარდა ამისა, იტალიელებს ერთა ლიგაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარცხი მხოლოდ ორჯერ უწვნევიათ.
სტუმრებმა გამარჯვებას ამ დღესაც თავიდანვე ჩაუყარეს საფუძველი. ანგარიში „ნიუკასლ იუნაიტედის’’ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ მე-11 წუთზე გახსნა. ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. საინტერესო გახლდათ „ნაპოლის’’ ფეხბურთელების იტალიელი ალესანდრო ბონჯორნოსა და ბელგიელი რომელუ ლუკაკუს დაპირისპირება.
„დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც გუნდური სულისკვეთების დამსახურებაა. ჩვენ მზად ვართ სიძნელეებისა და მათი ერთად გადალახვისთვის. გამარჯვებაში დიდი როლი იმ ფაქტორმა ითამაშა, რომ გოლი არ გავუშვით, ― თქვა ბონჯორნომ და დასძინა, ― რომელუს განეიტრალება ძნელი საქმეა, მაგრამ არც სხვა ბელგიელების მეურვეობაა ადვილი. ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით და კარი „მშრალად’’ შევინახეთ.
„მეფე ბოდუინზე’’ იტალიის ნაკრების დაცვაში ითამაშა კიდევ ერთმა ნეაპოლელმა, კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ, რომელმაც ტონალის საგოლე პასი მიაწოდა.
„ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი შედეგია. ახალი ციკლი კარგად დავიწყეთ. მწვრთნელის შერჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდს კარგად შეერწყნენ. ლუჩანო სპალეტი თამაშით სიამოვნებისკენ მოგვიწოდებს და გვეუნება, რომ ჩვენს როლზე არ უნდა ვიყოთ ფიქსირებულები. ის, რომ პოზიციებს ვცვლით, მეტოქეებს უპირატესობას სულაც არ აძლევს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
