გოგა ბითაძე და „ორლანდო მეჯიქი“ მაგარ სვლაზე არიან. „ჯადოქრებმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, ხოლო ჩვენებურმა სეზონში მესამე ორმაგი დუბლი გააკეთა.
ორლანდოელებმა ამჯერად ბითაძის ყოფილი გუნდი, „ინდიანა პეისერსი“ დაძაბულ ბრძოლაში 94:90 დაამარცხეს, მოგებების რაოდენობით წაგებებს გაასწრეს (7-6) და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზე დადგნენ.
ქართველი ცენტრი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 27:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 12 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა-პასითა და ორი დაფარება მიითვალა. გოგას კარგი ჰქონდა სროლების პროცენტული მაჩვენებელიც – ქართველმა ცენტრმა შვიდიდან ექვსი ორქულიანი გამოიყენა.
მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომაც“, მაგრამ ჩვენებურის გარეშე. „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ (139:130) მოგებულ მატჩში სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა. მატჩის გმირი კი, ვიქტორ ვემბანიამა გახდა, რომელმაც 50 ქულა მოინაგრა. „სან ანტონიოს“ 6 მოგება და 6 მარცხი აქვს და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციაში პლეი ინის ზონაშია, მე-10 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
