„ნაპოლის’’ პრობლემა დაემატა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ალესანდრო ბონჯორნო დაშავდა. ბონჯორნო ის ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში „აძურის’’ დაცვაში ნაპრალები შეავსო და გუნდის თამაში სხვა დონეზე აიყვანა. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად „ტორინოს’’ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ვარჯიშის დროს წელი იტკინა. სამედიცინო ტერმინებით თქვენც რომ არ დაგღალოთ და ჩვენც რომ არ ვიწვალოთ, დაზიანებულია ხერხემალი. ბონჯორნო დღეიდან მკურნალობის პროცესს იწყებს....
ჭდე: ალესანდრო ბონჯორნო
სპალეტი იტალიელებს სიამოვნებისკენ მოუწოდებს
იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად მოუგო ბელგიას 1:0 და A დონის ფლეი ოფში დაიბევა ადგილი. „სკუადრა აძურას’’ შედეგი მრავლისმეტყველია: ის ბელგიელთა წინააღმდეგ ზედიზედ 52 შეხვედრაში არ დამარცხებულა. გარდა ამისა, იტალიელებს ერთა ლიგაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარცხი მხოლოდ ორჯერ უწვნევიათ. სტუმრებმა გამარჯვებას ამ დღესაც თავიდანვე ჩაუყარეს საფუძველი. ანგარიში „ნიუკასლ იუნაიტედის’’ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ...
კარგი მოსწავლე ალესანდრო ბონჯორნო
„ნაპოლის” ახალწვეულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ 25 წლის იტალიელი მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რომელიც გასულ სეზონში „ტორინოში” საბა საზონოვის თანაგუნდელი იყო, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთადაა. მან ბოლო ტურში სარდინიაზე „კალიარის” გოლიც გაუტანა. ბონჯორნოს უკეთ გასაცნობად „პარტენოპეელთა” YouTube არხმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ: …მე ვარ ალესანდრო ბონჯორნო, დაბადებული 1999 წელს. ბავშვობაში ცურვაზე დავდიოდი,...
ნაპოლი ძლიერდება
იტალიური მედიის ცნობით „ტორინოს” მცველის ალესანდრო ბონჯორნოს „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ეთერით ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. მხარეებს შორის შეთანხმება გაოფიციალურების ფაზაშია და დიდი შანსია დღეს გამოცხადდეს კიდეც. „კლუბები შეთანხმდნენ და ახლა უკანასკლნელი იურიდიული საკითხების დამუშავების პროცესში არიან”, — თქვა დი მარციომ. ბონჯორნოს „ნაპოლიში” გადასვლას ისიც ადასტურებს, რომ მცველი უახლოეს 48...
კონტე ტორინოს თავს დაესხა
„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელების შერჩევას შეუდგა. მწვრთნელი სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შეკრებას იწყებს. მოგეხსენებათ, ის ცდილობს კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დარჩენაზე დაითანხმოს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაუჭრელია. ამასობაში ითქვა, რომ კონტე სამ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მათ „ნაპოლიში” გადაბარგება შესთავაზა. ისინი არიან ბელგიელი რომელუ ლუკაკუ და იტალიელები: ალესანდრო ბონჯორნო და რაულ...




