
ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთში „ბალკანს“ ეწვია და 86:78 დაამარცხა.
სტარტი დამაჯერებელი არ ყოფილა – რიონისპირელებმა პირველი მეოთხედი 11:19 წააგეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მდევრის როლში იყვნენ. დასკვნითი 10-წუთეულის წინ „ბალკანი“ ოთხი ქულით ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ნაწილი ქუთაისელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს რვა ქულით აჯობეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კორსანტია გახდა, რომელმაც 27 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა; ორი ლეგიონერის, ელიაი ჯოინერისა და მარქილ სმიტის ანგარიშზე 16-16 ქულა დაგროვდა; ჯოინერს 8 მოხსნა და 7 პასიც ჰქონდა; 10 ქულა ბექა ბექაურმა მოინაგრა;
ამავე ჯგუფში სლოვაკური „პრევიდჟა“ შინ ესპანურ „ბილბაოს“ დაუხვდა და 61:84 წააგო.
ამ მატჩებით დასრულდა ჯგუფური ეტაპის პირველი წრე.
პირველ ადგილზე სამივე მოგებით „ბილბაოა“; „პრევიდჟას“ 2 მოგება და ერთი მარცხი აქვს; „ქუთაისი“ ერთი მოგებით მესამეა; ბოლოზე კი უქულო „ბალკანია“.
შემდეგ ეტაპზე 10 ჯგუფის პირველ ადგილოსნები და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადის.
„ქუთაისი“ შანსს იმარჩუნებს, რადგან მომდევნო ტურში შინ სლოვაკებს დაუხვდება და მეორე ადგილის ბედიც მაშინ უნდა გადაწყდეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
