ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთში „ბალკანს“ ეწვია და 86:78 დაამარცხა. სტარტი დამაჯერებელი არ ყოფილა – რიონისპირელებმა პირველი მეოთხედი 11:19 წააგეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მდევრის როლში იყვნენ. დასკვნითი 10-წუთეულის წინ „ბალკანი“ ოთხი ქულით ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ნაწილი ქუთაისელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს...
