ფიბა ევროპის მეოთხე ტურში „ქუთაისმა“ სლოვაკურ „პრიევიძას“ უმასპინძლა და სამი ოვერტაიმის შემდეგ 104:108 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დაკარგა. კოტე ტუღუშის გუნდს ცხრა ქულით მოგება სჭირდებოდა, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაეტოვებინა. „ქუთაისმა“ საქმე პირველი ტაიმში სანახევროდ გადაჭრა და 45:40 მოიგო. შესვენების შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შვიდი ქულითაც იგებდა, მაგრამ ბოლოს საქმეს რომ ვერ წვდებოდა...
ჭდე: კოტე ტუღუში
ქუთაისის მოგება და შანსი
ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთში „ბალკანს“ ეწვია და 86:78 დაამარცხა. სტარტი დამაჯერებელი არ ყოფილა – რიონისპირელებმა პირველი მეოთხედი 11:19 წააგეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მდევრის როლში იყვნენ. დასკვნითი 10-წუთეულის წინ „ბალკანი“ ოთხი ქულით ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ნაწილი ქუთაისელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს...
მარცხი 10 წუთში
ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში „ქუთაისი“ სლოვაკურ „პრიევიძას“ ესტუმრა და 69:77 დამარცხდა. არადა, ჩვენებმა სამი მეოთხედი მოიგეს, მხოლოდ ერთი დათმეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. კოტე ტუღუშის შეგირდები პირველი ტაიმის მსვლელობისას ცხრა ქულითაც იგებდნენ, მაგრამ შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ. აი, შესვენების შემდეგ კი „ქუთაისმა“ ცუდად ითამაშა და მესამე მეოთხედი 12:24 დათმო, რის შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა....
ქუთაისი ევროთასს სექტემბერში დაიწყებს
საკალათბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ეცდება. რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს, ამას საკვალიფიკაციო ეტაპი გვიჩვენებს, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი მეოთხედფინალიდან იწყებს. პირველ მეტოქედ კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ ქუთაისელებს მეტოქედ სლოვაკეთის „ლევიცე” არგუნა. მატჩს 15 სექტემბერს საქართველო უმასპინძლებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში რიონისპირელების მეტოქე ნახევარფინალში ესტონური „კალევი“ იქნება. ჩემპიონთა ლიგის...



