ფიბა ევროპის მეოთხე ტურში „ქუთაისმა“ სლოვაკურ „პრიევიძას“ უმასპინძლა და სამი ოვერტაიმის შემდეგ 104:108 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დაკარგა.
კოტე ტუღუშის გუნდს ცხრა ქულით მოგება სჭირდებოდა, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაეტოვებინა. „ქუთაისმა“ საქმე პირველი ტაიმში სანახევროდ გადაჭრა და 45:40 მოიგო.
შესვენების შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შვიდი ქულითაც იგებდა, მაგრამ ბოლოს საქმეს რომ ვერ წვდებოდა გამიზნულ ფრეზე ითამაშა და ძირითადი დრო 75:75 დასრულდა.
ანალოგიური სიტუაციები შეიქნა პირველი და მეორე ოვერტაიმების ბოლოსაც – მასპინძლები ფრეზე თამაშობდნენ, რათა შანსი დაეტოვებინათ. პირველი ოვერტაიმის შემდეგ ანგარიში 83:83 იყო; მეორე ოვერტაიმი რომ დამთავრდა, ტაბლოზე 94:94 ენთო.
ჩვენები ორივე ოვერტაიმში სოლიდურად იგებდნენ, თუმც სასურველ ცხრა ქულამდე ვერ ადიოდნენ. ბოლოს „ქუთაისი“ გატყდა – გუნდმა მესამე ოვერტაიმში ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა… „ქუთაისს“ ამერიკელმა ლეგიონერმა ელიარ ჯოინერმა ულიდერა, ვინაც სლოვაკებს 31 ქულა ჩაუგდო. გიორგი კორსანტიამ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა – 18 ქულა და 12 მოხსნა. „ქუთაისი“ მეხუთე ტურში, 6 ნოემბერს, ბილბაოს ესტუმრება, ხოლო ბოლო ტურში, 13 ნოემბერს, ბულგარულ „ბალკანს“ უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
