ფიბა ევროპის თასის მეხუთე ტურის მატჩში „ქუთაისი“ ესპანეთში, „ბილბაოს“ შეხვდა და 63:91 დათმო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ვიდრე ძალები გასწვდა, მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, მაგრამ ასეთი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა. ქუთაისელებმა მოიგეს. მისასალმებელია, რომ ქართულ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოირჩეოდნენ – გიორგი სულაბერიძისა და ბაქარ ბერეკაშვილის მონდომებით ქუთაისელებმა პირველი პერიოდის ბოლოს მოახერხეს ბილბაოელთა ჩამოტოვება და მცირე შესვენებაზე ორქულიანი...
Tag: ქუთაისი
მარცხი გამიზნულ ოვერტაიმებში
ფიბა ევროპის მეოთხე ტურში „ქუთაისმა“ სლოვაკურ „პრიევიძას“ უმასპინძლა და სამი ოვერტაიმის შემდეგ 104:108 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დაკარგა. კოტე ტუღუშის გუნდს ცხრა ქულით მოგება სჭირდებოდა, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაეტოვებინა. „ქუთაისმა“ საქმე პირველი ტაიმში სანახევროდ გადაჭრა და 45:40 მოიგო. შესვენების შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შვიდი ქულითაც იგებდა, მაგრამ ბოლოს საქმეს რომ ვერ წვდებოდა...
მარცხი 10 წუთში
ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში „ქუთაისი“ სლოვაკურ „პრიევიძას“ ესტუმრა და 69:77 დამარცხდა. არადა, ჩვენებმა სამი მეოთხედი მოიგეს, მხოლოდ ერთი დათმეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. კოტე ტუღუშის შეგირდები პირველი ტაიმის მსვლელობისას ცხრა ქულითაც იგებდნენ, მაგრამ შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ. აი, შესვენების შემდეგ კი „ქუთაისმა“ ცუდად ითამაშა და მესამე მეოთხედი 12:24 დათმო, რის შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა....
ქუთაისი ევროთასს სექტემბერში დაიწყებს
საკალათბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ეცდება. რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს, ამას საკვალიფიკაციო ეტაპი გვიჩვენებს, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი მეოთხედფინალიდან იწყებს. პირველ მეტოქედ კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ ქუთაისელებს მეტოქედ სლოვაკეთის „ლევიცე” არგუნა. მატჩს 15 სექტემბერს საქართველო უმასპინძლებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში რიონისპირელების მეტოქე ნახევარფინალში ესტონური „კალევი“ იქნება. ჩემპიონთა ლიგის...
იმედის საიმედო მეკარე
ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღე მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ბათუმის BSB-მ ორივე თამაში მოიგო, ტურის მთავარი გმირი მაინც „იმდი-სტუ” გახლდათ, რომელმაც ჯერ მანამდე დაუმარცხებელ „ქუთაისს” აჯობა 40:38, შემდეგ კი „შავი ზღვის ბიჭებსაც” ვაჟკაცური ბრძოლა გაუმართა და მეორე ტაიმის დასაწყისში 17:14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ...
ქუთაისი, ბათუმი და სხვები
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35. ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42. წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება...
ქუთაისი ლიდერია
საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ პირველი მარცხი იწვნია. ეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოხდა, სადაც მასპინძელმა, ხელბურთის კლუბმა „ქუთაისმა” ბოლო წუთზე გამოგლიჯა შავი ზღვის ბიჭებს ხელიდან ორი ქულა: 32:31. BSB და „ქუთაისი” ერთი თვის წინ, ქვეყნის თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბათუმელებმა იოლად აჯობეს მეტოქეს 27:20. დღესაც, დასაწყისში, უპირატესობა ჩემპიონებმა ჩაიგდეს ხელთ, 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მდგომარეობა წუთშესვენების...
მეორე დასავლური დღე
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები. საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის BSB-მ 37:23 მოუგო „სამტრედიას”, ხოლო მასპინძელმა „ქუთაისმა” „წყალტუბოს” 47:26 აჯობა. ხვალ 16 საათზე დასავლური პირველი ტურის მთავარი მატჩია: BSB „ქუთაისს” დაუპირისპირდება. ჯერჯერობით სამი თამაშიდან სამი მოგებით ლიდერობს თბილისის „პეგასი”. ხვალ ყველა გუნდს სამ-სამი მატჩი გაუხდება ჩატარებული.
წყალტუბო და ქუთაისი
საქართველოს ხელბბურთელთა ჩემპიონატში დასავლეთის გუნდები ჩაერთნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:22, „ქუთაისმა” კი აჯობა „სამტრედიას” 42:27. ხვალ BSB ხვდება „სამტრედიას”, ხოლო „წყალტუბო” და „ქუთაისი” ერთმანეთში გაარკვევენ მიმავალი ქარისა და ქულის ამბავს. რიონისპირული შეკრების მთავარი შეხვედრა კი ზეგ გაიმართება, როდესაც BSB და „ქუთაისი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან....
ბათუმს ქათქათასს!
საქართველოში ხელბურთელები სეზონს თასის გათამაშებით ხსნიან ხოლმე. ეროვნული თასის მეოთხე გათამაშება ქვეყნის ჩემპიონის, ბათუმის BSB-ს გამარჯვებით დასრულდა. „შავი ზღვის ბიჭებისთვის” თასის ფინალში თამაში ჩვეული საქმეა — ოთხიდან სამში მიიღეს მონაწილეობა. მათ 2015 წელს 20:19 მოუგეს სტუ-ს და ჯილდოს დაეუფლენ, შარშან „პეგასთან” წააგეს 29:30, ხოლო წლეულს 27:20 ძლიეს „ქუთაისს”. 2019 წლის თასის გათამაშება დედაქალაქში, ჯემალ ცერცვაძის...









