ზესტაფონის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშები — ბოლო დღეს ლიდერთა შეხვედრაში ბათუმის BSB-მ „ქუთაისს” ბოლო წამზე მოუგო: 33:32. ეს გახლდათ შარშანდელ ფინალისტთა დრამატული დაპირისპირება. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ მატჩში BSB-მ 34:31 მოიგო, მეორეში რიონისპირელებმა იძალეს 34:29, მესამე, ზესტაფონური შეხვედრა კი წინა ორზე დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმი „შავი ზღვის...
