თბილისის „დინამო“ მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი – ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა.
ფელდჰოფერი სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ „ლაფნიცში“ 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბერგერს“ წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპალიგის მერვედფინალშიც ითამაშა. იმ გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის „რაპიდი“ გახლდათ.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფერდინანდ ფელდჰოფერი სხვადასხვა დროს „შტურმის“, ვენის „რაპიდის“ და ვაკერ „ინსბრუკის“ ღირსებას იცავდა.
ფეხბურთელობის დროს, 2010 წელს კი ფელდჰოფერმა ევროპალიგის მესამე ეტაპზე, „დინამოსა“ და „შტურმის“ დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
