თბილისის „დინამო“ მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი – ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა. ფელდჰოფერი სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ „ლაფნიცში“ 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბერგერს“ წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპალიგის მერვედფინალშიც ითამაშა. იმ გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის „რაპიდი“...
