გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში „ლევერკუზენი“ „ვერდერს“ შეხვდა ანგარიშით 5:0 და ვადაზე ადრე გახდა გერმანიის ჩემპიონი. ამრიგად, „ლევერკუზენი“ ბუნდელსიგის ისტორიაში მხოლოდ მე-13 გუნდია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სხვადასხვა წლებში გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ „დორტმუნდი“ (5 გამარჯვება), „გლადბახი“ (5), „ვერდერი“ (4), „ჰამბურგი“ (3), „შტუტგარტი“ (3), „კიოლნი“ (2), „კაიზერსლაუტერნი“ (2); თითო ჩემპიონობა აქვთ „ვოლფსბურგს“, „ბრაუნშვაიგს“, „ნიურნბერგს“ და...
გრიზმანის მაიამი
საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან. გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მაიამის „ინტერია“, რომელშიც „ბარსელონას“ ყოფილი...
სამშობლო !!!
იმ დღეს, რაღაც ვიდეო შემომეყურა ანაზდად. ერთი, გაშტუკატურკებულ-შეღებილ-გაკრახმალებული დიაცი ამბობდა, სამშობლო რა არის არ მესმის, გამოგონილი მცნებააო. შემეცოდა. გულწრფელად. არადა, საკუთარი ფასადით, თვალსაც კი მოსტაცებდა მავან მაჭარივით მოთუხთუხე ყმაწვილკაცს. აფსუს. საინტერესოა, დედაშვილობა კი იცის რა არის? მეეჭვება. დედაშვილობა რა არის თუ იცი, შეუძლებელია არ გესმოდეს რა არის სამშობლო! აი, ამ 60 000 მაყურებელმა იცის რა...
რას ნიშნავდა ოსიმენის საქციელი?
„ნაპოლიმ” კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში უნდა დაივიწყოს — გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალ მიზნებს ისახავს, შინ ვერ მოუგო „ფროზინონეს”, 2:2. ჩოჩარელებთან შეხვედრამ „ნაპოლის” ყველა ნაკლი ერთად წარმოაჩინა. დაცვა დაცვად და „აძურიმ” რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენი სცოდავდა. მან განსაკუთრებით პირველ ტაიმში გააცუდა შესაძლებლობები. „ფროზინონეს” მეკარემ სტეფანო ტურატიმ სულ მცირე ორჯერ...
შეფასებები: კვარა კარში დარტყმის მანიით არის შეპყრობილი
„ნაპოლიმ” რომელიც ევროთასზე გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფროზინონეს” ვერ მოუგო — 2:2. სეზონის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე „აძურის” 49 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 ჩვეულებრივზე ნაკლებ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. მეტი ჩართულობისთვის, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტაც შედიოდა შუაში და მართლაც უფრო...
პარი სენ ჟერმენ, არც იოცნებო!
სად ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონში? დადის ორნაირი ჭორი. ერთნი ამბობენ, რომ „ნაპოლის” მეცხრე ნომერი პრემიერლიგაში გადაბარგდება, მეორენი კი „პარი სენ ჟერმენის” ვერსიას უფრო სანდოდ მიიჩნევენ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პარიზელები აურელიო დე ლაურენტისის მიერ დაწესებული გამოსასყიდი თანხის დაკლების მიზნით სხვადასხვა ხერხის მოფიქრებას ცდილობენ, თუმცა ნეაპოლური საიტი calcionapoli24 წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით მათ აფრთხილებს, რომ ფასის...
ალდო სერენა: მეგონა, რომ ის პენალტი გავიტანე
იტალიელი ვეტერანი თავდამსხმელი ალდო სერენა ახლა 63 წლის არის. „იუვენტუსის” შემადგენლობაში ის 1985-86 წლების სეზონში გახდა სერია A-ს ჩემპიონი; 1988-989 წლების სეზონში სერენამ სკუდეტო „ინტერის” მაისურით მოიპოვა, ხოლო 1991-92 და 1992-93 წლების ჩემპიონატებში „მილანის” შავ-წითელი მაისურით გაიმეორა იგივე. რაც შეეხება მის სანაკრებო მიღწევას: 1990 წლის მუნდიალზე მან „სკუადრა აძურასთან” ერთად მესამე ადგილი მოიგო, თუმცა ნახევარფინალში,...
… თუ დინამო არ გავარდა
მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...
ხელოვნური ინტელექტის ვერსიით
გასულ სეზონში „ნაპოლიმ” სკუდეტო მოიგო. ასეთი წარმატებისთვის კამპანიის დედაქალაქის გუნდს 33 წელია არ მიუღწევია. „აძურიმ” ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შთამბეჭდავად, დიდი უპირატესობით, მაგრამ მიმდინარე სეზონში ვითარება დრამატულად შეიცვალა. ამჯერად „ინტერი” მიიწევს წინ. ამასობაში კი ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ავითარებენ და… თავისსავე გამოგონებულ პროგრამას ჭკუას ეკითხებიან. ხანდახან წინასწარმეტყველებასაც სთხოვენ. იტალიელებმა, მაგალითად, ჰკითხეს, თუ ვინ გახდება სერია A-ს ჩემპიონი...
კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ
ახალგაღვიძებულ ნეაპოლს თითქმის ყველა ქუჩაზე ფლაერები დახვდა გაკრული. ტექსტს ხელს ერთად აწერდნენ კურვა A და კურვა B ანუ „ნაპოლის” გულშემატკივართა დაჯგუფებები, რომლებიც თამაშების დროს კარებს უკანა ტრიბუნებზე იყრიან თავს. ჩვეულებრივ ფურცელზე ეწერა მიმართვა აურელიო დი ლაურენტისისადმი, რომელთანაც ერთი წლის წინ ტიფოზების ამ დაჯგუფებებმა ზავი დადეს. ზავის მიზეზი გახლდათ სკუდეტო, რომლისკენაც გუნდი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა და...









