თვე: აპრილი 2024

Home 2024 აპრილი
კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს
ჩანაწერი

კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს

ანტონიო კონტე ყველაზე დიდი ფიგურაა მათ შორის, ვისაც „ნაპოლისთან” აკავშირებენ. ერთი ხნის წინ მის შესახებ „პარტენოპეელთა” ყოფილმა პრეს-ოფიცერმა მასიმო სპარნელიმ ილაპარაკა, თუმცა მის იმდროინდელ სიტყვებს მაინც აკლდა კატეგორიულობა, ახლა კი Tele A-ს გადაცემა Tifosi Napoletani-ში ჟურნალისტმა ახალი ფაქტები მოიტანა. „ანტონიო კონტე პოსილიპოში (ნეაპოლის მდიდრული უბანი) სახლს ეძებს. ის უკვე დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კარგი საცხოვრებლის...

კლოპი კბილის ექიმთან
ჩანაწერი

კლოპი კბილის ექიმთან

პეპ გვარდიოლას აქვს ნათქვამი, „ატალანტასთან” თამაში კბილის ექიმთან მისვლას ჰგავსო. ეს რომ მართლა ასეა, ახლა უკვე იურგენ კლოპმაც იცის, რომელიც „ლივერპულთან” დიდ გამომშვიდობებას 22 მაისს დუბლინის „ავივა სთედიუმზე”,  ევროლიგის ფინალში გეგმავდა, მაგრამ იცნებას დიდი ჩრდილი მიადგა — ბერგამოელებმა მერსისაიდელებს ლეგენდარულ „ენფილდ როუდზე” მეოთხედფინალის პირველ მატჩში 3:0 მოუგეს. არადა, როგორც ინგლისური პრესა წერს, „ლივერპულის” ფანები ირლანდიის...

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ
ჩანაწერი

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ

ჰარი კეინის სამი შვილი საავადმყოფოში გააქანეს — გერმანიაში მომხდარი ავარია, რომელშიც სამი ავტომობილი მოყვა, ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახსაც შეეხო. იმ დღეს კეინი და მისი გუნდი „ბაიერნი” ლონდონში ჩაფრინდნენ, სადაც მეორე დღეს „არსენალთან” 2:2 ითამაშეს. ამ შეხვედრაში 30 წლის კეინმა გოლი გაიტანა. რაც შეეხება ავარიას, როგორც „ბილდი” იუწყება, ის „რენოს” 20 წლის მძღოლმა გამოიწვია, რომელიც გზიდან მარცხნივ...

სად იყო ჰარი მაგუაირი, როდესაც მთელი ევროპა ჩემპიონთა ლიგას უყურებდა?
ჩანაწერი

სად იყო ჰარი მაგუაირი, როდესაც მთელი ევროპა ჩემპიონთა ლიგას უყურებდა?

ჰარი მაგუაირს როგორც ჩანს ჩემპიონთა ლიგა მაინცდამაინც არ აინტერესებს. მაშინ, როდესაც „რეალი” და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას მართავდნენ ის ინგლისის მეორე ლიგის თამაშის სანახავად იყო წასული: „ვრექსჰემი” „ქროული თაუნს” ხვდებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი 27 წლის ძმას ლორენსს გულშემატკივრობდა. ლოურენსი „ქროულიში” თამაშობს, ძმასავით ცენტრალური მცველია. თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ლოურენს მაგუაირი...

ბარსელონასთან დონარუმამ წააგო
ჩანაწერი

ბარსელონასთან დონარუმამ წააგო

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ” სტუმრად დაამარცხა „პარი სენ ჟერმენი” – 3:2. პარიზელთა წაგება დიდწილად იტალიელ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დაბრალდა. ფრანგულმა გაზეთებმა გოლკიპერის თამაში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ძალიან დაბალი ქულები დაუწერეს: „ლე პარიზიენმა” — 3.5, ხოლო „ეკიპმა” — 3. „ლე პარიზიენი” წერს: „ის მეტოქის სამივე გოლში დამნაშავე იყო. პირველად 37-ე წუთზე იამალის ჩაწოდებული...

მო ოლდ ტრაფორდზე
ჩანაწერი

მო ოლდ ტრაფორდზე

„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის ისტორიაში „ოლდ ტრაფორდზე“ მეექვსე გოლი გაიტანა. სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ეგვიპტელი ტურნირის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამას მიაღწია. მან აჯობა მერსისაიდელთა ყოფილ კაპიტან სტივენ ჯერარდს, რომელსაც პრემიერლიგაში „მანჩესტერის“ სტადიონზე ხუთი გოლი აქვს გატანილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბები კვლავ ინტერესდებიან სალაჰის შეძენით. მიმდინარე სეზონში სალაჰმა ინგლისური კლუბის...

რა გააუმჯობესა კალცონამ?
ჩანაწერი

რა გააუმჯობესა კალცონამ?

„ნაპოლიმ” ფრანჩესკო კალცონას მიყვანა ხომ არ დაიგვიანაო, შიშობს პორტალი tuttonapoli და დასძენს, რომ ეს შეკითხვა ლოგიკურია, რადგან ერთი მხრივ გუნდს ჩავარდნა აქვს, მეორე მხრივ კი ახალი მწვრთნელი სტატისტიკას აუმჯობებსებს. მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” მესამე თავკაცი, რომელიც „აძურის” სათავეში 19 თებერვალს ჩაუდგა, იმთავითვე ურთულესი ამოცანის წინაშე იყო: ორიენტაციადაკარგული გუნდი გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა, მისთვის სახე აღედგინა. გარსიას...

თეორიული შანსი: როგორ მოხვდება ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაში
ჩანაწერი

თეორიული შანსი: როგორ მოხვდება ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაში

ის, რომ იტალიამ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ოთხის ნაცვლად შეიძლება ხუთი გუნდი გაიყვანოს, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი „ნაპოლის” გამო აინტერესებს. როგორც იცით, ევროპის უდიდესი საკლუბო შეჯიბრება მომავალი სეზონიდან სახეს იცვლის. 36 მონაწილე ჯგუფურ ეტაპს ეგრეთწოდებული შვეიცარიული სისტემით ჩაატარებს ანუ თითოეული გუნდი რვა სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან ითამაშებს, რის შემდეგაც შედგება საერთო ცხრილი. ამ ცხრილში დაკავებული...

ევროთასები და იო
ჩანაწერი

ევროთასები და იო

გასული კვირის მიწურულს ევროპაში საკლუბო სარაგბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში – პრო დ2-ში 25-ე ტური შედგა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროთასის მერვედფინალის მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ ინგლისურ „სარასენსს“ უმასპინძლა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე – 45:12 დაამარცხა. ქართველი ბურჯი შეხვედრაში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. აი, ბექა...

კვარა მარტის MVP
ჩანაწერი

კვარა მარტის MVP

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ დაასახელეს! საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერი გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) გუნდის ოფიციალურ ვებგვერზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად დაასახელეს. „კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მარტში კვარა „ნაპოლის“ ლამაზი სპექტაკლების მთავარი გმირი იყო. ხვიჩა გუნდის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ სეზონში MVP-ის ტიტული ზედიზედ ორი...