ჰარი მაგუაირს როგორც ჩანს ჩემპიონთა ლიგა მაინცდამაინც არ აინტერესებს. მაშინ, როდესაც „რეალი” და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას მართავდნენ ის ინგლისის მეორე ლიგის თამაშის სანახავად იყო წასული: „ვრექსჰემი” „ქროული თაუნს” ხვდებოდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი 27 წლის ძმას ლორენსს გულშემატკივრობდა.
ლოურენსი „ქროულიში” თამაშობს, ძმასავით ცენტრალური მცველია.
თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ლოურენს მაგუაირი „ჩესტერფილდიდან” „ქროულიში” გასულ ზაფხულს იჯარის წესით გადავიდა.
მისი კოტრაქტი თავიდან ექვსთვიანი იყო, შემდეგ კი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. დღეისათვის მაგუაირ უმცროსს „ქროულის” შემადგენლობაში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მიუხედავად იმისა, რომ მცველია, 3 გოლის გატანაც მოახერხა.
ის დღე, როდესაც ჰარიმ ძმის გამო ჩმპიონთა ლიგის ნახვაზე თქვა უარი, ლოურენსისთვის იღბლიანი არ გამოდგა — მისმა გუნდმა უელსელებთან 1:4 წააგო.
თუმცა, ჰარი მაგუაირი ეტყობა მაინც არ დარჩა უკმაყოფილო. მან „ვრექსჰემისა” და „ქროულის” თამაშს ფოტო გადაუღო და სიამაყით დაპოსტა ინსტაგრამზე.
„იუნაიტედის” ფეხბურთელის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვე გთავაზობთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
