თვე: აპრილი 2024

Home 2024 აპრილი
არის გოდერძის ლიცენზიაც
ჩანაწერი

არის გოდერძის ლიცენზიაც

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს უკვე რვა ლიცენზიანტი ჰყავს. ბოლოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ბაქოში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) მოიპოვა. ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ფინალში გასვლა, რაც ქართველმა ფალავანმა წარმატებით შეძლო. ძებისაშვილი, რომელსაც ნაკრებში დებიუტი წლეულს ჰქონდა, პარიზის საგზურისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა. ჩვენებურმა ჯერ შვეიცარიელი ნინო ლაუტერტი 4:1 დაამარცხა; შემდეგ...

ყვითელი დინამო
ჩანაწერი

ყვითელი დინამო

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, ლიდერი სამჯერ შეიცვალა. ჯერ „იბერია“ გაპირველდა, შემდეგ „დილა,“ ბოლოს კი „ბათუმმა“ ცენტრალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. „ბათუმისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი თბილისის „დინამოში.“ მან 70-ე წუთზე კიდევ ერთი ახალწვეული, ვასლიოს გორდეზიანი შეცვალა. თორნიკე კვიპროსიდან საქართველოს ჩემპიონატში...

მშრალ თამაშებს ვალენსია ევროპისკენ მიჰყავს
ჩანაწერი

მშრალ თამაშებს ვალენსია ევროპისკენ მიჰყავს

თერთმეტი მშრალი თამაში. თერთმეტი მატჩი, რომლებშიც გიორგი მამარდაშვილს კარიდან ბურთი არ გამოუტანია. თერთმეტი შეხვედრა, რომელთაგან რვა გამარჯვებით დამთავრდა და რუბენ ბარახას გუნდს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოცნებას მისდიოს — იბრძოლოს მეშვიდე ადგილისთვის, რაც მომავალ სეზონში ევროპულ თასზე მონაწილეობის უფლებას იძლევა. თერთმეტი მშრალი შეხვედრ იდან ცხრა — „ლას პალმასთან”, „ატლეტიკოსთან”, „კადისთან”, „გრანადასთან”, „სელტასთან”, „ბილბაოსთან”, „სევილიასთან”,...

რა ურჩევნია ხვიჩას?
ჩანაწერი

რა ურჩევნია ხვიჩას?

„ილ რომას” ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო OttoChannel-ის გადაცემა „ლა დომენიკა აძურაში” ზოგადად „ნაპოლის” და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო. მან თქვა: „ანტონიო კონტეს „მარადონაზე” მისვლა სრულიად შესაძლებელია. მხარეები ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუკავშირდნენ, მომდევნო კავშირი კი ნოემბერში შედგა, როდესაც „ნაპოლიმ” რუდი გარსია გაუშვა. მოკლედ, კონტეს მიყვანა აბსურდი არ არის. ხომ გახსოვთ, იყო დრო, როდესაც აურელიო დე...

პროფესორი
ჩანაწერი

პროფესორი

მაღალი, თხელი, ულვააშა – რაღაცით ქართველ თავად მოგაგონებს კაცს. აი, შეხედვისთანავე რომ იგრძნობ, მიხვდები. იცნობ: ქართველია და რა ქართველი – გენით, ჟესტით, მანერით… მინდორზეც ასევე – სამხრეთული, ტემპერამენტიანი, აზარტული, რაინდი და ქართველი, ქართველი, ქართველი. ალექსანდრე ჩივაძე ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთ უდიდეს და კაშკაშა ვარსკვლავად შემორჩა, ერთგვარ სიმბოლოდაც კი. არამარტო თავისი თაობის სიმბოლოდ, საერთოდ, ელეგანტური, დარბაისელი...

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია
ჩანაწერი

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია

ქართველმა 18-წლამდელებმა იტალიაში გამართულ სარაგბო ფესტივალზე მესამე მატჩი ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართეს და მოსაგები თამაში ბოლო წუთებზე 19:26 დათმეს. მარცხიცაა და მარცხიც. ეს თამაში აშკარად არ იყო დასათმობი, უფრო მოსაგები იყო, მაგრამ ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამ, სოლიდური უპირატესობის ვერგამოყენებამ, დასანანმა შეცდომებმა და რეფერის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებებმა ჭაბუკ ბორჯღალოსნებს მორიგი სენსაციის შექმნაში ხელი შეუშალეს. ქართველები ფაქტობრივად...

მერაბ ჟორდანია: მინდოდა შუქი იმ დღეს კი არა, თუნდაც ორი დღე საერთოდ არ მოსულიყო…
ჩანაწერი

მერაბ ჟორდანია: მინდოდა შუქი იმ დღეს კი არა, თუნდაც ორი დღე საერთოდ არ მოსულიყო…

გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ ლინკზე  https://sarbieli.ddns.net/2024/04/05/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98/ … პრეზიდენტის ლოჟაში ვზივარ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, რომელიც ისე იყო გაცეცხლებული, რომ საჩხუბრად პირველი ვინც დაიჭირა, სპორტის მინისტრის მოადგილე ჩემი ახლობელი ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი იყო, მინისტრს ჩემს უახლოეს მეგობარს, ირაკლი მეძმარიაშვილს კი რომელიც კოლეგის, რუსეთის სპორტის მინისტრის ლეგენდარული ვიაჩესლავ ფეტისოვის მასპინძლობით იყო დაკავებული, სიბნელეში ვერსად მივაგენით. აღარაფერი, რომ არ...

ნეაპოლში კვლავ მსაჯს უჩივიან
ჩანაწერი

ნეაპოლში კვლავ მსაჯს უჩივიან

„ნაპოლიმ” „მონცას” სტუმრად 4:2 მოუგო, მაგრამ ნეაპოლში მსაჯობით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. რეგიონული საიტები დანიელე დოვერის გადაწყვეტილებებს სკანდალურს უწოდებენ. საიტი napolipiu, რომელიც მსაჯის კრიტიკის საქმეში მარტო არ არის წერს, რომ დოვერიმ ნგონგე პირველივე ჯარიმისთვის გააფრთხილა, მაშინ, როდესაც მონცელებს გალიარდინის, ჯურიჩსა და ძერბინს ასეთივე დანაშაულები აპატია. მთავარი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე იყო, როდესაც პორტალის აზრით არბიტრმა „ნაპოლის”...

შეფასებები: ერთი და იგივე დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდეგ დარტყმა
ჩანაწერი

შეფასებები: ერთი და იგივე დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდეგ დარტყმა

„ნაპოლიმ” მონცაში 4:2 მოიგო. ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ნატკენმა ფეხმა „ატალანტასთან” სერია A-ს წინა ტურის შეხვედრა გამოატოვებინა. ამჯერად ხვიჩამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო და სხვადასხვა პორტალებისგან ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 მაშინაც, როდესაც საქმე კარგად არ მიდიოდა, ბურთს რომ მოიხელთებდა გაგრძელებას ეძებდა და სახიფათო ხდებოდა. შეცვალეს, რადგან ტრავმა ბოლომდე მოშუშებული...

ნაპოლი და მსაჯობა
ჩანაწერი

ნაპოლი და მსაჯობა

ნეაპოლის პრესაში არ მთავრდება ჩივილი მიკერძოებულ მსაჯობაზე. „ნაპოლის” გულშემატკივრებს განსაკუთრებით ის აღიზიანებთ, რომ არბიტრებს, რომლებიც მათი გუნდის წინააღმდეგ ცდებიან, არავინ სჯის. napolipiu-მ დათვალა, რომ მსაჯებმა „აძურის” წინააღმდეგ თვრამეტჯერ შესცოდეს, მაგრამ საყვედურიც კი არ მიუღიათ, მაშინ როდესაც 2023 წლის 24 სექტემბერს ანუ მეხუთე ტურში ანდრეა კოლომბომ „სასუოლოსა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში მასპინძელი დომენიკო ბერარდი მოედნიდან არ გააგდო...