თვე: მარტი 2024

Home 2024 მარტი
დინამო თბილისის იმედად დარჩა
ჩანაწერი

დინამო თბილისის იმედად დარჩა

თბილისის „დინამოს“ წყალბურთის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ევროთასზე გადაინაცვლა და მარცხიანი სერია გააგრძელა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა მერვედფინალში სტუმრად ხორვატიის „პრიმორიესთან“ 7:8 წააგო. თუმცა, შანსი ჯერ არ დაუკარგავთ, რადგან 23 მარტს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება. ხორვატიაში ორი ბურთი გიორგი მაგრაქველიძემ შეაგდო, ხოლო თითო უროშ კალინიჩმა, არტიომ ძიხწიარენკამ, საბა ტყეშელაშვილმა, ბორის ვაპენსკიმა და ნიკოლა გიგამ...

ხანგრძლივობისა რა გითხრათ, აი, ხელფასი კი გასაზრდელია
ჩანაწერი

ხანგრძლივობისა რა გითხრათ, აი, ხელფასი კი გასაზრდელია

არსებობს ერთადერთი ხერხი, რომლითაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია გააყიდინო: მის სანაცვლოდ სამნიშნა რიცხვი უნდა შესთავაზო. სულ მცირე 100 მილიონი. ერთი ხნის წინ ქართველის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ილაპარაკა და განმარტა, რომ ოსიმენის სავარაუდო წასვლის მიუხედავად თუ იქნება მოთხოვნის შესაბამისი შეთავაზება, „ნაპოლი” მას შეიძლება მართლა დაემშვიდობოს. ამრიგად, გასული საჩემპიონო სეზონის ორმა გმირმა შეიძლება...

კვარას ერთადერთი ნაკლი მილინკოვიჩ-სავიჩი იყო
ჩანაწერი

კვარას ერთადერთი ნაკლი მილინკოვიჩ-სავიჩი იყო

„ნაპოლიმ” სერია A-ს 28-ე ტურში „ტორინოს” უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა 1:1. ნეაპოლელთაგან გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. „აძურის” ქართველმა გარემარბმა მთელი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა საბა საზონოვმა, რომელიც სტუმრების შემადგენლობაში 76-ე წუთზე გამოჩნდა. მას გარკვეულ ხანს კვარაცხელიას წინააღმდეგაც მოუწია თამაშმა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ქვემოთ გთავაზობთ იტალიური, მეტწილად...

დაბრუნება ექსტრაკლასაში
ჩანაწერი

დაბრუნება ექსტრაკლასაში

ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდ გლივიცეს „პიასტში“ გააგრძელებს. „ვალერიან გვილია „პიასტის“ ახალი ფეხბურთელია. 29 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა“, – წერს პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. „მოხარული ვარ, რომ „პიასტში“ ჩავირიცხე, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ტრავმის გამო კარიერაში პაუზა მქონდა. ვარჯიში ცოტა ხნის წინ განვაახლე – თვენახევარი ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად ვემზადებოდი....

სამი უდანაკარგო
ჩანაწერი

სამი უდანაკარგო

ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის შემდეგ მხოლოდ სამი უდანაკარგო გუნდი დარჩა: „ბათუმი,“ „დილა“ და „იბერია 1999“, ცხრილის პირველ სამეულსაც ესენი შეადგენენ. ლიდერი „ბათუმია“ ბურთების უკეთესი სხვაობით. ტურის გვიან მატჩში ანდრი დემჩენკოს შეგირდებმა „გაგრას“ მოუგეს თბილისში „დავით პეტრიაშვილზე.“ „დილამ“ ‘სამგურალი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო „იბერიამ“ სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ „ტორპედოს“ „რამაზ შენგელიაზე“ სძლია. დუბლი მიითვალა თბილისელთა თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ....

რას უპირებენ მარადონას?
ჩანაწერი

რას უპირებენ მარადონას?

„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა „სქაი სპორტთან” ინტერვიუში „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციასა და მის პრობლემებზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში ახალი სტადიონის აგების თემა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა. „გულწრფელად მინდოდა „მარადონას” რეკონსტრუქცია. საკითხის შესასწავლად მივმართე კიდეც „ძავანელა სტუდიოს”. ისინი ჩვენს იდეას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ, ბოლოს კი დაასკვნეს, რომ „მარადონას” რეკონსტრუქციის ერთადერთი ვარიანტი ახალი სტადიონის...

კალცონა: გაქანებული მანქანის ფანჯარა ჩავწიე და ვიღრიალე
ჩანაწერი

კალცონა: გაქანებული მანქანის ფანჯარა ჩავწიე და ვიღრიალე

„ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Cronache di locker room-თან ილაპარაკა. ქვემოთ ამ ინტერვიუს ამონარიდს გთავაზობთ: – სად იყავით, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა დაგირეკათ?  – კალაბრიაში გახლდით, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ. იქ ბინაში რემონტს ვაკეთებთ. ძმასთან ერთად ვიყავი, ოთხი დღით უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ გეგმები ამერია. კონკრეტულად იმ მომენტში ზღვის ნაპირზე ვსეირნობდი. ზღვის პირას ყოველ დღე ვსეირნობ, ვცდილობ...

ახალგაზრდულის ამხანაგური და ოფიციალური…
ჩანაწერი

ახალგაზრდულის ამხანაგური და ოფიციალური…

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები წლის პირველ შეხვედრას 22 მარტს ჩაატარებს. რამაზ სვანაძის გუნდი ამხანაგურად თურქეთს ეთამაშება – შეხვედრა სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე პენდიკის სტადიონზე გაიმართება. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ამხანაგური ნაკრები გიბრალტარში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ჩაატარებს ადგილობრივ ნაკრებთან. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, საქართველო 10 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო...

საით ვილი?
ჩანაწერი

საით ვილი?

ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატიაო, წერს  „სანის“ ირლანდიური გამოცემა. „ვილი სანიოლი, ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად ყველასათვის მოულოდნელად დასახელდა. თუმცა ამ ეტაპზე იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და ლუქსემბურგთან პლეი ოფის მატჩისთვის ემზადება“, – წერს გაზეთი. 5 მარტს ირლანდიის საფეხბურთო ასოოციაციის ხელმძღვანელმა, მარკ კენჰემმა განაცხადა, რომ ირლანდიის ნაკრების ახალი მწვრთნელის...

კვარა – თებერვლის საუკეთესო
ჩანაწერი

კვარა – თებერვლის საუკეთესო

ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ქომაგებმა თებერვლის საუკეთსო ფეხბურთელად აღიარეს. გამოკითხვა „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა. თებერვალში კვარა ყურადღების ცენტრში მოექცა ჩინებული გოლებით, პასებითა და შესანიშნავი თამაშით. ვულოცავთ კვარაცხელიას თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებას“, – წერია „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე.