შაბათს „ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო, ლა ლიგის ცხრილში 40 ქულა დააგროვა და… სეზონის დამთავრებამდე 11 ტურით ადრე შეიძლება ითქვას, რომ გავარდნას გადარჩენილია. საბოლოო შედეგი როგორი ექნება, ეს გამოჩნდება, ამჯერად კი plazadeportiva ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ გუნდმა შინ, „მესტალიაზე”, 14 შეხვედრა ჩაატარა და მათგან რვაში გოლი არ გაუშვა. შესაძლოა გადარჩენის ხსენებამ ვინმეს ყური მოჭრა, მაგრამ მოდი...
რამადანი ნაპოლიშიც დაიწყო
ფეხბურთი და რელიგია ოდინდელი თემაა. ის „ნაპოლისთვისაც” კარგად არის ნაცნობი. „აძურის” შემადგენლობაში მუსლიმ ფეხბურთელებს ადრეც უთამაშიათ: ელიფ ელმასი, კალიდუ კულიბალი, ფაუზი გულამი… დღეს, მუსლიმური სამყარო რამადანს იწყებს. ის 29 დღეს გასტანს. რამადანი მარხვაა, ოღონდ ქრისტიანებისგან განსხვავებით ისლამის მიმდევრები აისიდან დაისამდე არ ეკარებიან საჭმელ-სასმელს, რაც ბევრის აზრით პროფესიონალი ფეხბურთელისთვის სასურველი არ არის. „ნაპოლიში” ამჟამად ორი მუსლიმია:...
კულიბალი: კალცონა მართალი აღმოჩნდა
„ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა 32 წლის კალიდუ კულიბალიმ თავისი ოდინდელი გუნდი „ბარსელონასთან” ჩემპიონთალიგური მატჩის წინ, „გაძეტა დელო სპორტის” ფურცლებიდან გაამხნევა და მეოთხედფინალში გასასვლელად წააქეზა. – „ნაპოლის” მეოთხედფინალში გასასვლელად ყველა პირობა აქვს, — თქვა საუდის არაბეთის კლუბ „ალ ჰილალში” მოთამაშე საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა სენეგალელმა მცველმა, — დიდი უპირატესობა იქნება ისიც, რომ თამაში „კამპ ნოუზე” არ ტარდება. „მონჟუიკზე” იგივე...
მბაპე სირბილში გამოიწვიეს
ფრანგული „ბორდოს“ მორაგბე გარემარბმა მადოშ ტამბვემ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს სისწრაფეში შეჯიბრება შესთავაზა. მბაპემ ჩემპიონთა ლიგის განვლილ მატჩში „სოსიედადთან“ ასმეტრიანი დისტანცია 10,9 წამში დაფარა. ეს შედეგი 1,3 წამით უარესია მსოფლიოს რეკორდსმენის უსეინ ბოლტის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. ტამბვეს მბაპეს სისწრაფით აღფრთოვანებული არ არის და ამტკიცებს, რომ ამავე დისტანცია 10,61 წამში დაფარავს. ამიტომ, წარმოშობით კონგოელმა...
შოთა და ქარაგუმრუქი ხანმოკლე გამოდგა
თურქეთის სუპერლიგაში „ტრაბზონსფორთან“ 1:5 წაგების შემდეგ შოთა არველაძემ „ქაგუმრუქის მწვრთნელის პოსტი დატოვა: „თურქეთში მუშაობა ყოველთვის რთულია. „ტრაბზონთან“ გასვლითი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და თამაში თავდაჯერებულად დავიწყეთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ცუდად გამოგვივიდა. ეს შემადგენლობა ასე სუსტად არ უნდა თამაშობდეს – მოთამაშეებს შეეძლოთ მეტი თავდადებით ბრძოლა, რაც, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ. „ქარაგუმრუქი“ ძალიან მიყვარს, მაგრამ ვტოვებ პოსტს. ვითარების შესაცვლელად...
ყველაზე, ყველაზე…
პოპულარულმა გამოცემა Sportico-მ გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია სპორტის ისტორიაში. ტოპ 50-მა სპორტსმენმა ჯამში 50 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ – 35,5 მილიარდი. რეიტინგში 9 სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი მოხვდა 17 ქვეყნიდან. ყველაზე მეტი წარმომადგენელი NBA-დან არის – 12 კალათბურთელი. ტოპ 50-ში ერთადერთი ქალი ფიგურირებს – ლეგენდარული ამერიელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი (40 ადგილი, 630 მილიონი)....
დაბრუნდა
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი – სიმონა ჰალეპი კორტს უბრუნდება. სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ გადახედა რუმინელი ჩოგბურთელის აპელაციას (ედავებოდნენ დოპინგის მიღებას) და 4 წლიანი დისკვალიფიკაცია 9 თვემდე შეუმცირა. დიდი სლემის ტურნიების ორგზის გამარჯვებულს 2022 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ აკრძალული ქონდა თამაში (საგამოძიებო პროცესის მსველობისასაც), შესაბამისად დისკვალიფიკაციის 9 თვე უკვე კარგა ხნის გასულია, ასე რომ სიმონას მომდევნო...
ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს!
ნეაპოლური საიტი tuttonapoli ყოველი მატჩის შემდეგ გამოყოფს ათ მოვლენას, რომელმაც მისი აზრით ამ კონკრეტულ შეხვედრაში ითამაშა როლი. ჩვენ პერიოდულად ვცდილობთ გადმოვაქართულოთ ის აბზაცები, რომლებიც ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. „ტორინოსთან” 1:1-ის შემდეგ პორტალმა კვარაცხელიას მეცხრე პუნქტი მიუძღვნა, სადაც კერძოდ წერია: კვარაცხელია, რომელიც ყველასთვის ყველაფერს აკეთებდა. „მან დასაწყისში გოლი ვერ გაიტანა; ის Tinder-ზე (გაცნობათა საიტი) უკეთ...
წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა
„ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო. რთული შეხვედრის ერთადერთი გოლი უგო დურომ იმდენად ოსტატურად და ლამაზად შეასრულა, რომ მატჩის გმირად ის დაასახელეს, რითაც ცოტა არ იყოს დაეჩაგრათ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებული თამაშით მეტოქეს რამდენჯერმე არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ეს გახლდათ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „მამარდაშვილი თავისი მოგერიებებით მატჩის გმირი გახდა. მან განსაკუთრებით კარგად...
ჩემპიონთა ლიგა — უტოპია და სასწაული
„ნაპოლი” კვლავ დაბრკოლდა, შინ „ტორინოსთან” 1:1 ითამაშა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი ფაქტობრივად გაინულა. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ნეაპოლელთათვის სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზე გასვლა უტოპიას დაემსგავსა. კონკურენცია დიდია, კონკურენტები კარგად თამაშობენ, „აძურის” კი შეცდომის დაშვების უფლება კარგა ხანია აღარ აქვთ. „გუნდს, რომელიც მდევრის პოზიციაშია ქულის დაკარგვის და მილინკვოჩ-სავიჩის მსგავს ბარიერთან დაჯახების...









