„ნაპოლი” კვლავ დაბრკოლდა, შინ „ტორინოსთან” 1:1 ითამაშა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი ფაქტობრივად გაინულა. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ნეაპოლელთათვის სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზე გასვლა უტოპიას დაემსგავსა. კონკურენცია დიდია, კონკურენტები კარგად თამაშობენ, „აძურის” კი შეცდომის დაშვების უფლება კარგა ხანია აღარ აქვთ.
„გუნდს, რომელიც მდევრის პოზიციაშია ქულის დაკარგვის და მილინკვოჩ-სავიჩის მსგავს ბარიერთან დაჯახების უფლება არ აქვს”, — წერს რომაული გამოცემა. სერბი მეკარე მოქნილ პარაგვაელ ანტონიო სანაბრიასთან ერთად „მარადონაზე” „გრანატას” გმირი გახდა.
„კორიერე დელო სპორტი”: „ეჭვი, რომ მალე ბოლო იმედიც გაქარწყლდება, თანდათანობით ძლიერდება. მომავალი ბუნდოვანია და „ნაპოლის” ბედს სხვები გადაწყვეტენ, რადგან საქმეს მარტო კვარა არ ჰყოფნის. დღეს მეოთხე ადგილზე გასვლა შეუძლებელი ჩანს, მეხუთეზე გასვლა კი სასწაულის ტოლფასი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
