არსებობს ერთადერთი ხერხი, რომლითაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია გააყიდინო: მის სანაცვლოდ სამნიშნა რიცხვი უნდა შესთავაზო. სულ მცირე 100 მილიონი. ერთი ხნის წინ ქართველის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ილაპარაკა და განმარტა, რომ ოსიმენის სავარაუდო წასვლის მიუხედავად თუ იქნება მოთხოვნის შესაბამისი შეთავაზება, „ნაპოლი” მას შეიძლება მართლა დაემშვიდობოს. ამრიგად, გასული საჩემპიონო სეზონის ორმა გმირმა შეიძლება იტალია ერთდროულად დატოვოს, თუმცა კვარას შემთხვევა განსხვავებულია: სეზონი რომ დამთავრდება კლუბი აგენტს კონტრაქტის განახლებაზე დაელაპარაკება.
ქართველ გარემარბს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს და სეზონის ბოლოს მხარეები მის შესაძლო გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ. გახანგრძლივება დიდი ხნით ვერ მოხერხდება, რადგან კონტრაქტი ისედაც საკმაოდ გრძელვადიანია, მაგრამ ხელფასი კი უნდა გაიზარდოს, რათა დაფასდეს ის, რაც ფეხბურთელმა გუნდისთვის უკვე გააკეთა. კვარაცხელიას გარემოცვა მის ახლანდელ გასამრჯელოზე გაცილებით მეტს მოითხოვს.
კვარაცხელიასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან ევროპული კლუბები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მას აკავშირებდნენ „ბარსელონასა” და „პარი სენ ჟერმენს”, რომელიც უკვე მუშაობს ოსიმენის შესაძენად. ქართველი ძალიან მოსწონს იურგენ კლოპს, მაგრამ გერმანელმა უკვე გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან” მიდის. კვარას თაყვანისმცემლები არც პრემიერლიგაში აკლია, საიდანაც ხშირად ძალიან სერიოზული ეკონომიკური შეთავაზებები მოდის ხოლმე.
calciomercato
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
