ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატიაო, წერს „სანის“ ირლანდიური გამოცემა.
„ვილი სანიოლი, ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად ყველასათვის მოულოდნელად დასახელდა. თუმცა ამ ეტაპზე იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და ლუქსემბურგთან პლეი ოფის მატჩისთვის ემზადება“, – წერს გაზეთი.
5 მარტს ირლანდიის საფეხბურთო ასოოციაციის ხელმძღვანელმა, მარკ კენჰემმა განაცხადა, რომ ირლანდიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობას აპრილის დასაწყისში გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ სანიოლმა დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წავა, მიუხედავად იმისა, „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებენ თუ არა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
