თვე: მარტი 2024

Home 2024 მარტი
საშიში მსაჯები
ჩანაწერი

საშიში მსაჯები

მართალია „ნაპოლის” კარს უკვე სერია A-ს მომდევნო თამაში მოადგა, მაგრამ ლაპარაკი ბოლო შეხვედრაზე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა, არ წყდება. რადიო Kiss Kiss-ის ჟურნალისტი კარლო ალვინოც გასული შეხვედრის თემას დაუბრუნდა. მან „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი გამონათქვამები გაიხსენა და შეაფასა: „მაშ, „იუვენტუსი” გამარჯვებას იმსახურებდა? მაშ, ალეგრი ამბობს, რომ მისმა გუნდმა „ნაპოლიზე” მეტი...

კერპები ფეხბურთსა და მუსიკაში
ჩანაწერი

კერპები ფეხბურთსა და მუსიკაში

„მილანის“ თავდამსხმელმა რაფაელ ლეაუმ ფეხბურთსა და მუსიკაში მისი კერპების შესახებ შეკითხვას უპასუხა. „ფეხბურთის და მუსიკის კერპი? კრიშტიანუ რონალდუ. ბავშვობაში ეს იყო რონალდინიო. მუსიკაში ნამდვილი კერპი არ მყავს. ბობ მარლის გარდა. მის პატივსაცემად ტატუ მაქვს გაკეთებული“, – ციტირებს ლეაუს სიტყვებს Corriere dello Sport. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეაუმ ყველა ტურნირზე 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა ბურთი...

კეინი სტერლინგს გაუტოლდა
ჩანაწერი

კეინი სტერლინგს გაუტოლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლი გაიტანა. „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:0) გატანილი ორი გოლი შესაბამისად, 26-ე და 27-ე გამოდგა ტურნირზე ინგლისელისთვის. ამ მაჩვენებლით კეინი „ჩელსის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა. ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ გაიტანა მეტი – მან ჩემპიონთა ლიგაში 30-ჯერ გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ,...

ოსიმენი როგორც პენალტისტი
ჩანაწერი

ოსიმენი როგორც პენალტისტი

ვიქტორ ოსიმენი თვითნაბადი ფორვარდია, მაგრამ პენალტისტი არ არისო, წერს პორტალი calcionapoli24 და ნიგერიელის დარტყმულ თერთმეტმეტრიანებს განიხილავს. ოსიმენის პენალტისტობის ამბავი კი ახალი ძალით სერია A-ს ბოლო ტურში, „იუვენტუსთან” თამაშის დროს წამოიჭრა. მოგეხსენებათ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მან თერთმეტმეტრიანი თავად მოიპოვა და თავადვე დაარტყა, მაგრამ ვაგლახ… კიდევ კარგი დამატებაზე ყველას ჯაკომო რასპადორიმ დაასწრო და გოლი შეაგდო. საიტი „მარადონაზე”...

დე ლაურენტისი იუვენტუსს ვერ ერევა
ჩანაწერი

დე ლაურენტისი იუვენტუსს ვერ ერევა

ფიფამ გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს 2025 წლისთვის დანიშნულ, ახალი ფორმატის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და თავის ოფიციალურ X პლატფორმაზე (ეს სოციალური ქსელი ადრე „ტვიტერის” სახელით იყო ცნობილი) ჩამოთვალა გუნდები, რომელთა შეჯიბრებაში მონაწილეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კარგა ხანია დადგენილია, რომ იტალია წარდგენილი იქნება ორი კლუბით. ამ ორიდან ერთი იქნება „ინტერი”, მეორე კი „იუვენტუსს”, „ნაპოლისა” და...

როგორ მოუგო ნაპოლიმ იუვენტუსს?
ჩანაწერი

როგორ მოუგო ნაპოლიმ იუვენტუსს?

„ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. ნეაპოლელთათვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ბევრი ამბობს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც „აძურის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის აჯობა. მიუხედავად ამისა, არ მთავრდება ლაპარაკი იმის შესახებაც, რომ „ნაპოლიმ” „ბებერი ქალბატონი” იღბლის წყალობით დაამარცხა. ზოგმა მიმომხილველმა დაწერა, რომ რეალურად ტურინელები… დუშან ვლაჰოვიჩმა დაამარცხა, რომელმაც მასპინძლების კართან რამდენიმე საგოლე მომენტი გაუშვა...

ვინ რამდენ პენალტს არტყამს იტალიაში?
ჩანაწერი

ვინ რამდენ პენალტს არტყამს იტალიაში?

პორტალმა calciomercato-მ შემოგვთავაზა ჩამონათვალი იმისა, თუ მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, რომელმა გუნდმა რამდენი თერთმეტმეტრიანი დაარტყა და მათგან რამდენი გაიტანა. ერთი შეხედვით ძლიერმა გუნდებმა მეტი პენალტი უნდა დაარტყან. ისინი ხომ მეტს უტევენ და მეტ ხიფათს ქმნიან მეტოქეების კართან, თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. მაშინ რაც უფრო მაღლაა გუნდი ცხრილში, მით მეტი პენალტი უნდა ჰქონდეს...

არაგვი, ახლები და მიზნები…
ჩანაწერი

არაგვი, ახლები და მიზნები…

დუშეთის „არაგვმა“ ახალი სეზონის დაწყების წინ ახალწვეულები წარადგინა და ქართული სპორტული მედიისათვის პრესკონფრენცია გამართა სასტუმრო „ათლეტიქსში“. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს „არაგვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ხუბეჯაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა ილია ვეკუამ და მთავარმა მწვრთნელმა, დავით ქოქიაშვილმა. ვთქვათ, რომ ლიგა 2 – ის ახალი სეზონის წინ „არაგვში“ იასპარეზებენ ახალწვეულები: ლუკა ნანავა, ნიკა გაბელაია, კიჭი მელიავა, დავით მაისაშვილი, გურამ ადამაძე, ნიკოლოზ...

დებიუტანტები, გოლები და წითელები
ჩანაწერი

დებიუტანტები, გოლები და წითელები

1-3 მარტს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. შესრულდა ერთი დუბლი. ოთხი ფეხბურთელი გააძევეს და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისის „ტორპედომ“ იმარჯვა. სტივ კინის შეგირდებმა „სამტრედიას“ 4:1  მოუგეს და პირველ ადგილზე დადგნენ. დუბლი შეასრულა ქუთაისელთა ნორვეგიელმა ახალწვეულმა ბიორნ იონსენმა. ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გიორგი არაბიძემ გაიტანა. დაფიქსირდა სეზონის პირველი ავტოგოლიც,...

ალეგრი: კვარას დარტყმული უხიფათო იყო
ჩანაწერი

ალეგრი: კვარას დარტყმული უხიფათო იყო

„დღეს ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმშივე გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდის პროცესისთვის ასეთი წარუმატებლობის გადატანა ნორმალურია. ისინი ამ გზით უფრო დიდ ბალანსს მიაღწევენ. რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებენ გამოცდილებას, მით უკეთესია. იმავდროულად უნდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. ის ცხრილში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ 11 თამაში...