პორტალმა calciomercato-მ შემოგვთავაზა ჩამონათვალი იმისა, თუ მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, რომელმა გუნდმა რამდენი თერთმეტმეტრიანი დაარტყა და მათგან რამდენი გაიტანა. ერთი შეხედვით ძლიერმა გუნდებმა მეტი პენალტი უნდა დაარტყან. ისინი ხომ მეტს უტევენ და მეტ ხიფათს ქმნიან მეტოქეების კართან, თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. მაშინ რაც უფრო მაღლაა გუნდი ცხრილში, მით მეტი პენალტი უნდა ჰქონდეს დარტყმული. გარდა ამისა, დანიშნულ პენალტს გამოყენება უნდა. ქვემოთ გთავაზობთ სტატისტიკას:
„ინტერი” (11 პენალტი, 10 გაიტანა); „რომა” (10, 9); „ნაპოლი” (8, 5); „ფროზინონე” (7, 7); „მილანი” (7, 5); „სასუოლო” (7, 6); „ფიორენტინა” (6, 3); „ვერონა” (6, 2); „ბოლონია” (5, 4); „იუვენტუსი” (5, 3); „ლეჩე” (5, 3); „ემპოლი” (4, 4); „ლაციო” (4, 4); „მონცა” (4, 3); „ატალანტა” (3, 3); „კალიარი” (3, 1); „უდინეზე” (3, 2); „ჯენოა” (2, 2); „სალერნიტანა” (1, 1); „ტორინო” (1, 1).

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
