ბათუმში დასრულდა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. დრამატულ ფინალში ინგლისმა ესპანეთს 1:0 მოუგო. სანახაობრივ, მაღალი დონის შეხვედრაში იყო გოლი და მოგერიებული პენალტი, იღბალი და უიღბლობა, ჩხუბი და შერიგება. ინგლისური „მანჩესტერ სიტის” ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო გომესმა მატჩის შემდგ აღნიშნა, რომ მის გუნდს ორ საკვანძო მომენტში არ გაუმართლა: გაშვებული გოლის და ვერ გატანილი პენალტის დროს. გოლი ასე გავიდა: მისმა...
წელი: 2023
როცა უკვე ბუკმეიკერებსაც ეიმედები
კვირას, 9 ივლისს, ქართველთათვის უკვე კარგად ნაცნობ სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ U20-ის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსის U20-ს დაუპირისპირდება. ეს იქნება ამ გუნდების მეოთხე მატჩი მიმდინარე ტურნირზე. წანი სამი მატჩიდან საქართველომ ორი მოიგო – არგენტინასთან და იტალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან კი დამარცხდა, ხოლო უელსელმა ახალგაზრდებმა მხოლოდ იაპონია დაამარცხეს, რომელიც ტურნირის აშკარა აუტსაიდერია...
რით მოეწონა კალენდარი რუდი გარსიას?
„ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ სერია A-ს კალენდარზე თავისი კომენტარი გააკეთა. „პირველი თამაში სტუმრად გვაქვს „ფროზინონესთან”, რომელმაც სერია B-ში ჩინებული სეზონი ჩაატარა. ამ გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა სერია A-ს საგზური. ზოგადად, კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ლიგაში იოლი თამაშები არ არის, რასაც იტალიური ფეხბურთის დონე განაპირობებს. დადებითი კი ის არის, რომ ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შინ...
ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა
„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი „იუვენტუსში” მივიდა და „ბებერი ქალბატონის” სატელევიზიო არხს პირველი ტურინული ინტერვიუც მისცა. – როგორია თქვენი პირველი განცდა „იუვენტუსის” მენეჯერის რანგში? — წარმოუდგენელი. ენით აუწერელი. მე ის ბავშვი ვარ, რომელიც პრატოდან მატარებლით 8 საათი ვმგზავრობდი რათა „იუვენტუსის” თამაშს დავსწრებოდი. ამიტომაც აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და წარმოუდგენელი ემოციაა. — ვინ გახსენდებათ დღეს,...
ეკიპს მამარდა არ უხსენებია
ფრანგულმა „ეკიპმა” დაწერა, რომ თუკი „ინტერი” მეკარე ანდრე ონანას გაყიდის, მის ნაცვლად ვეტერანი უგო ლორისის შეძენას მოინდომებს. ციტატა გაზეთიდან: „მართალია უგო ლორისი საუდის არაბეთში აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ ევროპული კლუბები მას სთხოვენ არ იჩქაროს, რადგან მეკარეების ბაზარი სადაცა არის იფეთქებს. ყველაფერი „ინტერთან” გახლავთ დაკავშირებული. „ნერაძური” ეძებს გოლკიპერს, რათა „მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემთხვევაში კამერუნელი ანდრე ონანა შეცვალოს....
ოთხი თამაშის დაწყების დრო ცნობილია
„ნაპოლი” ისტორიაში მესამედ იწყებს სეზონს ჩემპიონის რანგში. რუდი გარსიამ ლუჩანო სპალეტის მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას. გუნდში რამდენიმე ცვლილება იქნება: კიმ მინ-ჯაე „ბაიერნში” გადავიდა; ვიქტორ ოსიმენი ალბათ დარჩება, მაგრამ მის გარშემო სატრანსფერო მღელვარება ჯარ არ ჩამცხრალა — ახლა ამბობენ, რომ თუ კილიან მ’ბაპე „პარი სენჟერმენს” დატოვებს, ოსიმენმა შესაძლოა „პარკ დე პრენსზე” გადაინაცვლოს და ა.შ. გარსია აშკარად...
მამარდაშვილი, ბაიერნი და ვალენსიას მადა…
ფაბრიციო რომანო ისევ მიუნხენის „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე წერს. „იან ზომერი ზამთარში „ბაიერნში“ ტრავმირებული ნოიერის შემცვლელად ჩავიდა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კლუბი იმავე ფასად დატოვოს, რაც „ბაიერნმა“ გადაიხადა. ერთის მხრივ, შვეიცარიელის წასვლაზეა დამოკიდებული მიუნხენში მამარდაშვილის გადაბირება. თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რა ფასს მოითხოვს „ვალენსია“ ქართველის სანაცვლოდ“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო. ცნობილია, რომ...
მამარდა და დომინო
superdeporte წერს, რომ სატრანსფერო ბაზარზე დომინოს პრინციპი ჩვეულებრივი რამ არის — ისევე როგორც გასულ ზაფხულს, ბევრი ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა სხვა ფეხბურთელის ტრანსფერზეა დამოკიდებული. ასეთ ჯაჭვში მოხვედრისგან კი არც „ვალენსია” და მისი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი არიან დაზღვეულები. ესპანური პორტალი წერს, რომ უახლოეს პერიოდში გოლკიპერთა „ცეკვაა” მოსალოდნელი. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან სურს „ინტერის” კამერუნელი...
ნეაპოლს ფარაონიღა აკლდა
„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დაცვის გაძლიერებაა. იტალიის ჩემპიონის ყველაზე დიდი დანაკლისი კორეელი დაცვის ბურჯი კიმ მინ-ჯაე გახლავთ. ის ცენტრალური მცველია, „ბაიერნში” გადავიდა. ცენტრალური მცველის გარდა ნეაპოლელები სხვა უკანახაზელებსაც ეძებენ. გუშინ „სქაი სპორტმა” დაწერა, რომ „აძურის” სავარაუდოდ „ვერონას” მოთამაშე დავიდე ფარაონი დაემატება. ის 31 წლის არის. კარიერის განმავლობაში უთამაშია „ინტერში”, „უდინეზეში”, „უოტფორდსა”...
ოსიმენს თვით მოურინიუ გამოელაპარაკა
ნიგერიულ Soccernet-თან ინტერვიუში „ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „რომას” წინააღმდეგ 29 იანვარს ჩატარებული შეხვედრა და ჟოზე მოურინიუსთან გამოლაპარაკება გაიხსენა. შეხვედრა 2:1 დასრულდა. ნეაპოლელთაგან გოლები გაიტანეს ოსიმენმა (ხვიჩა კვარაცხელიას პასით) და ჯოვანი სიმეონემ (პიოტრ ჟელინსკის პასით), ხოლო „ჯალოროსის” გოლი სტეფან ქარიმ ელ შაარავიმ ჟელინსკის თანამემამულის ნიკოლა ზალევსკის პასით შეაგდო. „უცებ ვიღაცამ მაჯაში ჩამავლო ხელი, კინაღამ მომტეხა. ეს...









