„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი „იუვენტუსში” მივიდა და „ბებერი ქალბატონის” სატელევიზიო არხს პირველი ტურინული ინტერვიუც მისცა.
– როგორია თქვენი პირველი განცდა „იუვენტუსის” მენეჯერის რანგში?
— წარმოუდგენელი. ენით აუწერელი. მე ის ბავშვი ვარ, რომელიც პრატოდან მატარებლით 8 საათი ვმგზავრობდი რათა „იუვენტუსის” თამაშს დავსწრებოდი. ამიტომაც აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და წარმოუდგენელი ემოციაა.
— ვინ გახსენდებათ დღეს, თქვენი ცხოვრების პირველ შავ-თეთრ წუთებში?
— მამა, „იუვენტუსის” დიდი გულშემატკივარი. მან ბავშვობიდან მაზიარა „იუვეს” სულს. ამის გამო მე მუდამ მისი მადლობელი ვიქნები, თუმცა გულში გარკვეული მელანქოლიაც მიტრიალებს.
— ზედსართავი სახელი, რომელსაც „იუვენტუსს” წაუმძღვარებდით.
— მომხიბვლელი… ამბიციური…
— ზედსართავი სახელი ჯიუნტოლისთვის…
— საკუთარ თავზე ლაპარაკი ძნელია. მე ყოველთვის სხვებზე მეტი მუშაობა მიწევდა. უკეთ გამომდის თუ არა ამას დრო გვაჩვენებს. ერთი ვიცი, რომ ნამდვილად მუხლჩაუხრელი მუშაკი ვიქნები.
— რას ითხოვს „იუვენტუსი” თავისი პერსონალისგან?
— ჩვენ ყველამ უნდა უკუვაგდოთ ეგო და ვიაზროვნოთ როგორც ერთმა ორგანიზმმა. მე მინდა ბევრ გონებას ერთი გული ჰქონდეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
