წელი: 2023

Home 2023
ოთხი ვარსკვლავი შევიდა და გუნდმა ოთხი გოლი გაუშვა
ჩანაწერი

ოთხი ვარსკვლავი შევიდა და გუნდმა ოთხი გოლი გაუშვა

იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან” შინ 0:4 წააგო. შეხვედრა ქართველებისთვის დიდად იღბლიანი არ გამოდგა. კვერნაძემ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების დროს კი გამოცვალეს — ანგარიში ჯერ 0:0 იყო. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და „ნაპოლიმ” ამის მერე გაუშვა ოთხი გოლი. მოედანზე ხვიჩასთან ერთად შევიდა ვიქტორ ოსიმენიც. მანამდე...

კროოსი ნაკრებზე ფიქრობს
ჩანაწერი

კროოსი ნაკრებზე ფიქრობს

ტონი კროოსი, შესაძლოა, გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს – ამის შესახებ გერმანულმა პრესამ დაწერა –  33 წლის გერმანელი ევროპის საშინაო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ტონის ბუნდესგუნდში დაბრუნებას არც მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი გამორიცხავს, მან აღნიშნა, რომ კროოსთან სატელოფონო საუბარი ჰქონდა, ოღონდ ამ ეტაპზე ნაკრებზე არ უსაუბრიათ: „უნდა გვახსოვდეს ყველა ფეხბურთელი, ვისაც გერმანული პასპორტი აქვს,...

კვერნაძე ითამაშებს, კვარაცხელია დაისვენებს
ჩანაწერი

კვერნაძე ითამაშებს, კვარაცხელია დაისვენებს

„ნაპოლის” კალენდარი გადატვირთულია. გუნდმა სერია A-ს ბოლო ტურში „მარადონაზე” 2:1 დაამარცხა „კალიარი”, — გაიმარჯვა შინ, რაც მთელი ორი თვე ვერ მოეხერხებინა — მაგრამ სიხარულის დრო არ აქვს, დღეს იტალიის თასის მერვედფინალში „ფროზინონეს” ხვდება. „ფროზინონეში” გიორგი კვერნაძე თამაშობს. ის დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, ეუსებიო დი ფრანჩესკო იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ გადახალისებულ...

პოკლონსკის ნაცვლად აშვეთია
ჩანაწერი

პოკლონსკის ნაცვლად აშვეთია

წყალტუბოს „სამგურალის” უკრაინელ მთავარ მწვრთნელს ალექსანდრ პოკლონსკის კონტრაქტი დუსრულდა და კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძლება აღარ ისურვა. მის ნაცვლად ახალი სეზონიდან წყალტუბოელებს მიხეილ აშვეთია გაწვრთნის, რომელიც აქამდე „სამგურალის” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 46 წლის აშვეთია პროლიცენზიის მფლობელია და სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს — წლების წინ მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იყო. 2021 წლიდან ის გახლდათ „სამგურალის” მთავარი...

ხვიჩას მეტოქეა ბარსელონა
ჩანაწერი

ხვიჩას მეტოქეა ბარსელონა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. წილისყრას ჰქონდა ორი შეზღუდვა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები და ის გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. წილისყრის შედეგები ასეთია: პორტუ (პორტუგალია)-არსენალი (ინგლისი) ნაპოლი (იტალია)-ბარსელონა (ესპანეთი) პსჟ (საფრანგეთი)-სოსიედადი (ესპანეთი) ინტერი (იტალია)-ატლეტიკო (ესპანეთი) ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)-დორტმუნდი (გერმანია) ლაციო (იტალია)-ბაიერნი (გერმანია) კოპენჰაგენი (დანია)-მანჩესტერ სიტი (ინგლისი) ლაიპციგი (გერმანია)-რეალი (ესპანეთი)...

ჰარის  ახალი რეკორდი
ჩანაწერი

ჰარის  ახალი რეკორდი

ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბაიერნი“ და „შტუტგარტი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მატჩში დუბლი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატში მე-19 და მე-20 გოლი გაიტანა. ამისათვის მას მხოლოდ 14 მატჩი დასჭირდა. მას ასევე აქვს ხუთი საგოლე გადაცემა. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია 20 გოლი უფრო სწრაფად. უვე...

ნაპოლის მტირალებად აცხადებენ
ჩანაწერი

ნაპოლის მტირალებად აცხადებენ

ენით აუწერელ განუკითხაობას სჩადის სერია A-ს მსაჯთა კომიტეტი ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით, იტალიური მას-მედია კი ამას უყურებს და ხმასაც არ იღებსო, წერს ნეაპოლური პორტალი napolipiu. საიტის აზრით ძნელად დასაჯერებელია, თუ რა დღეში ჩააგდეს „აძური” მსაჯებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში. napolipiu: „მას მერე, რაც მსაჯი მაურიციო მარიანი „ატალანტასა” და „ნაპოლის” შეხვედრას საშინლად გაუძღვა, როკის კომიტეტმა გამოგვიგზავნა დავიდე მასა...

ითამაშებს თუ არა ნაპოლი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩანაწერი

ითამაშებს თუ არა ნაპოლი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფიფამ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განისაზღვრება თუ ვინ ითამაშებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა კონფედერაციის 32 გუნდი. ერთ ქვეყანას მაქსიმუმ ორი მონაწილის გამოყვანის უფლება ექნება. ევროპულ კლუბებთან დაკავშირებით ფიფამ გადაწყვიტა, რომ გაითვალისწინებს უეფას რეიტინგს. ცხადია, მნიშვნელობა ექნება საკუთრივ ფიფას კოეფიციენტსაც. უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიური...

რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნებში
ჩანაწერი

რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნებში

ქართული რაგბი ახალ ფაზაში შედის. როგორც გაირკვა, ინგლისელმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა გაარკვია და მხარეები შემდეგ შეთანხმებამდე მისულან: ხელშეკრულება დაიდება მიმდინარე სეზონის ბოლომდე, რის შემდეგ მხარეები გადახედავენ რა და როგორაა, რასაც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოჰყვება, 2025 წლის ზაფხულში კი, თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც ქართული რაგბის ინტერესებს მოეთხოვება, გაფორმდება მთავარი,...

კვარას 30 გოლი
ჩანაწერი

კვარას 30 გოლი

„ბრაგასთან” გამარჯვებას „ნაპოლიმ” „კალიარისთან” მოგება მიაყოლა — 2:1. ნეაპოლელთაგან პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც საგოლე პასი იმავე ოსიმენმა მიაწოდა. ამ ეპიზოდში ნიგერიელმა საოცრად ითამაშა, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება OptaPaolo-ს დაკვირვებაზე უნდა შევაჩეროთ. სტატისტიკოსთა ცნობილმა პორტალმა დაწერა, რომ ხვიჩამ სერია A-ს 49 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი ჩააწოდა...