ფიფამ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განისაზღვრება თუ ვინ ითამაშებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა კონფედერაციის 32 გუნდი. ერთ ქვეყანას მაქსიმუმ ორი მონაწილის გამოყვანის უფლება ექნება.
ევროპულ კლუბებთან დაკავშირებით ფიფამ გადაწყვიტა, რომ გაითვალისწინებს უეფას რეიტინგს. ცხადია, მნიშვნელობა ექნება საკუთრივ ფიფას კოეფიციენტსაც.
უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიური კლუბებიდან მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს „ინტერი”, მეორე საგზურის ბედი კი „იუვენტუსსა” და „ნაპოლის” შორის გადაწყდება.
ქულები ასე განისაზღვრება: ჩემპიონთა ლიგაში მოგება — 2 ქულა, ფრე — 1 ქულა, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა – 4 ქულა, მერვედფინალში გასვლა — 5 ქულა, ყოველ მომდევნო ეტაპზე გასვლა — 1 ქულა.
ევროპიდან შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გათამაშების გამარჯვებულები. დაბეჯითებით ცნობილია, რომ ითამაშებენ: „ჩელსი”, „რეალი” და „მანჩესტერ სიტი”. მათ რეიტინგის მიხედვით დაემატებიან „ბაიერნი”, „პარი სენ ჟერმენი”, „ინტერი”, „პორტუ” და „ბენფიკა”. დარჩა სამი ადგილი, რომელთაგან ერთის მოპოვებას „იუვე” და „ნაპოლი” ცდილობენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
